ინტერვიუ „საოჯახო მარანი ილიასეული“-ს მფლობელთან - ილია კენჭაძესთან

- ბატონო ილია, საოჯახო მარნის და მეღვინეობის ბიზნესში ჩართვის გადაწყვეტილების მომენტისთვის ვენახები საკუთარი გქონდათ?
- დიახ, ორი ვენახი ჩემი სიყრმიდანვე გვქონდა.
ერთი მათგანი მამის მიერაა გაშენებული 1972 წელს, მეორე კი - 1986 წელს გვერგო საბჭოთა მეურნეობების დაშლის შედეგად.
ბიზნესის დაწყების მომენტში ჩვენი ვენახები უკვე მაქსიმალური მსხმოიარობისა იყო და, თუკი ღვინოების რეალიზაციის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, დამატებითი ხარისხიანი ყურძნის ნედლეულის შეძენის აუცილებლობა დადგებოდა, არც ეს იქნებოდა პრობლემა, რამეთუ, ზედმიწევნით ვუწყით, სამეზობლოში ვინრითი ასაზრდოებს ვენახს, ვინ რა პრეპარატებსა და სასუქებს მოიხმარს.
აქცენტი, როგორც გითხარით, ძირითადად გადატანილი გვქონდა ექსპერიმენტალურ წარმოებაზე.
რატომ?
იმიტომ, რომ, თუნდაც დიდი რისკის ფასად გვინდოდა შეგქვექმნა რაღაც ახალი, არაორდინალური...
აქედან გამომდინარე, დავიწყეთ რამდენიმე სახელმოვეჭილ და, რიგ შემთხვევებში, მივიწყებულ ადგილობრივ ჯიშზე მუშაობა.
- რაჭული საფერე თქვენს ვენახში მოდიოდა, თუ შეიძინეთ?
- არა, ვიყიდეთ სოფელ ბოსტანაში.
ვყიდულობდით ორი წლის განმავლობაში, მაგრამ მერე და მერე პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ღვინის ბიზნესში მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება არაა მთავარი. ბაზარს აქვს სამი უკომპრომისო მოთხოვნა: ხარისხი, რაოდენობა და მიწოდების სტაბილურობა.
მცირე წარმადობის მარნისთვის კი ძნელია დროსთან ჭიდილი, რადგან თითოეულ ახალი სახეობის ღვინოზე დაკვირვებას მინიმუმ სამი - ოთხი წელიწადი ჭირდება, რათა მეღვინე - ტექნოლოგმა ზუსტად გასაზღვრო, როგორ ივითარებს და იძველებს თავს, რა ასაკში რა მაჩვენებლებით წარმოჩინდება...
აქედან გამომდინარე, ბიზნესის კუთხით, გავყევით ნაცნობი ჯიშების წარმოებას, თუმცა ტექნოლოგიური რეცეპტები ყველა სახეობის ღვინისა შენახული გვაქვს სამომავლო პერსპექტივებისთვის.
თავიდან ვცადეთ ორი ტიპი: ნახევრადმშრალი და მშრალი. (სხვათაშორის, 2015 წელს ჩამოსხმულინახევრადმშრალები ახლაც დაცულია ჩვენს საცავში და ვტესტავთ იმის დასაზუსტებლად როგორ გაუძლებს ჟამთასვლას. ასეთი ექსპერიმენტი ჯერ არავის ჩაუტარებია რაჭაში), თუმცა ნახევრადმშრალი ღვინოების წარმოება მალევე შევწყვიტეთ, რადგან მისით ძირითადწილად ინტერესდებოდნენ ტურისტები პოსტსაბჭოთა სივრციდან, დასავლეთს კი მშრალ ღვინოებზე ჰქონდა ორიენტაცია.
მშრალი ღვინოების წარმოებაზე გადასულებმა მალევე აღმოვაჩინეთ ერთი უხერხულობა, რაც არ უკავშირდებოდა ტექნოლოგიურ პროცესსა და ცოდნის დეფიციტს, ეს იყო საფერმენტაციო ჭურჭლების ხანდაზმულობით განპირობებული უვარგისობა, რის საფუძველზეც ღვინოები ფერმენტაციის პროცესშივე ხდებოდნენ ზადიანი.
სამწუხაროდ, ეს სენი სდევდა რაჭული საოჯახო წარმოების სოლიდურ ნაწილს, როცა ღვინის ხარისხი დასაბამიდანვე იღებდა უარყოფით მაჩვენებლებს.
- არა დავარგების, არამედ დაყენების პროცესში?
- დიახ. და ამას განაპირობებდა ორი ფაქტორი: პირველი – ის რომ გლეხს არ უვარგოდა სადუღარი თუ შესანახი ჭურჭელი (მხედველობაში მაქვს ხის ჭურჭლები, ჩანები და საწნახლები) და მეორე ის, რომ გლეხიარაფრად დაგიდევდათ ევროპული წარმოების კადეფიტის გოგირდის დოზირებულად გამოყენებისაუცილებლობას საოჯახო მეღვინეობაში, რის საფუძველზეც, ოქსიდაციის პროცესი იწყებოდა ღვინის პირველივე გადაღებისთანავე. როდესაც აკეთებ ბიზნესს, პროდუქციის ყველა მაჩვენებელს, მათ შორის ორგანოლეპტიკურს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც ჩვენ ძირშივე გავაკეთეთ აქცენტიიმაზე, რომ შეგვეძინა შესაბამისი, ევროპული წარმოების უჟანგავი რეზერვუარები და მანქანა - დანადგარები.
ეტაპობრივად, სამი წლის განმავლობაში შევივსეთ სრულად და ამით გამოვრიცხეთ საფრთხე ჭურჭლის უვარგისობის გამო ღვინომასალების ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუარესებისა.
- ანუ ჰიგიენას გულისხმობთ?
- არა, მე ვერ ვუწოდებ ამას რაჭველი გლეხკაცის არაჰიგიენურ დამოკიდებულებას მარნისა და ღვინის მიმართ.
როგორც ტექნოლოგი, იგი ყველა ღონეს ხმარობდა და ხმარობს, მაღალხარისხიანი ღვინოების საწარმოებლად, მაგრამ, არცთუ იშვიათად, მის საკუთრებაში არსებული ხის ჭურჭლებია ბაქტერიულად დაავადებული და ყველა მცდელობა იმისა, რომ ხეხვითა და რეცხვით გამოასწორო მდგომარეობა, ნაკლებშედეგიანია.
ერთადერთი გამოსავალი ჭურჭლების განახლებაა მხოლოდ. ეს უხერხულობა, როგორც ზემოთ გითხარით, ჩვენ აბსოლუტურად გამოვრიცხეთ.
- თქვენ რეცეპტებზე საუბრობდით, ეს თქვენი კვლევა-ძიების შედეგად შექმნილირეცეპტებია მხოლოდ თუ...
- რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენი კვლევა - ძიების შედეგად შექმნილი რეცეპტებია, რომლებიც ჩვენი ერთ - ერთი უმთავრესი მონაპოვარია ეს რეცეპტები. როგორც მასწავლებლები, გვეუბნებიან:
,,თუ გინდა, შეიძინო სიღრმისეული ცოდნა ნებისმიერ სფეროში, იგი უნდა შეიძინო საკუთარი გამოცდილების საფუძველზე.
ბუნებრივია, წარმატებისკენ მიმავალ გზას მეტად ამოკლებს შესაბამისი ცოდნის გადმოცემის გზითშეძენა, მაგრამ, თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანების გარდა, არ არსებობენ ინდივიდები დედამიწისზურგზე, რომლებიც იმდენ დროს, ენერგიასა და კეთილ გულს დაგახარჯავენ, რომლის საფუძველზეცმიაღწევ განვითარების ზენიტს. ამიტომ სჯობს, პროცესი გაწელო დროში და საკუთარი გამოცდილებითშექმნა ის, რისკენაც ისწრაფვი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, აგერ უკვე ათი წელიწადია, ვაკვირდებით ჩვენს ენოთეკაში დაცული ღვინოების დავარგება - დაძველების პროცესს და გარკვეული რისკის ფასად ვიუმჯობესებთ ცოდნას, რაც მომავალ თაობებს ლამპრად გამოადგება.
- ყოველ შემთხვევაში, ეს ის რისკია, რომელიც გამოცდილებას, ცოდნას გძენთ, და რაც მთავარია, დაკვირვების საფუძველზე იღებთ გადაწყვეტილებას, რა არის ის გამორჩეული, რაც ილიასეულ მარანშიშესაძლოა იყოს თქვენი სავიზიტო ბარათი.
- ცოდნა, ეს არის ყველა ტიპის წარმატების უპირობო საფუძველი, რომელიც ქმნის მაღალიმიზიდულობის მქონე პროდუქტს. ამის საილუსტრაციოდ, თუნდაც მარანს გადახედეთ ჩვენსას...
ეს აღარაა მხოლოდ მარანი, ესაა სივრცე, რომლის მსგავსსაც ვერსად ნახავთ. ასეთი სივრცეების მიმართ ინტერესი კი საოცრად მზარდია!
- გეთანხმებით, მსგავსი მართლაც არსად მინახავს , რის საფუძველზე შექმენით ეს ყოველივე?
- მოდი, დავიწყებ იმით, რომ ბავშვობიდან მოყოლებული ვმეგობრობდი მდინარე რიონთან, რომელიც ჩემი სახლიადან სულ რაღაც ნახევარ კილომეტრში ჩამოედინება. სიყრმის ნადირობა, თევზაობა, ნარიყალიმასალითა და მინერალებით სარგებლობა, ბანაობა, მოპარული სიმინდის ტაროების შეწვა და ახალგაზრდული გიჟმაჟობანი ყველაფერი რიონსა და მის შემოგარენს უკავშირდება. დღემდე თან მდევს კრძალვა და სიყვარული რიონის მიმართ და გამყვება კიდეც ცხოვრების ბოლომდე.
2020 წლის მაისი დგას. თავაშვებული პანდემიაა და მეტი შესაძლებლობა მაქვს რიონთან მეგობრული ურთიერთობის. ვიდრე გაზაფხულის წყალდიდობები დაიწყება, ვცდილობ დეტალურად დავზვერო მისი სანაპირო ზოლი. ოთხ მაისს ვპოულობ რომელიღაც ცხოველის ძვლის ფრაგმენტს, რომელთან მიმართებაშიც მიჩნდება განცდა, რომ შესაძლოა იყოს ეშვი რომელიღაც გადაშენებული ცხოველის სახეობისა. ვგუგლავ, შევდივარ ვიკიპედიაში და რაღაც მონაცემები ემთხვევა ჩემს წარმოსახვას.აღნიშნულის ფონზე, ვფიქრობ, რომ, თუკი ეს ფრაგმენტი, მართლაც მდინარის გამორეცხილია უძველესი ფენებიდან, იქ მიმოფანტული უნდა იყოს სხვა ფრაგმენტებიც. ორ საათში ვბრუნდები უკან და ვიწყებსამიზნე ტერიტორიის საფუძვლიან დაზვერვას.
ჩემდასასიხარულოდ, მალევე ვპოულობ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის თავის ქალის ფრაგმენტსა და დაზიანებულ ქვედა ყბას ზედ შეჩენილი კბილით. ვაკვირდები კბილის საჭრეთელს და მარტივად ვხვდები, რომ იგი ეკუთვნის ბალახის მძოველ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ძროხას ან ხარს. ძვლების ვიზუალური მოცემულობა მაფიქრებინებს, რომ ისინი უნდა განეკუთვნებოდნენ უძველეს პერიოდს და შესაძლოა იყვნენ პრეისტორიული საცხოვრისის ნაწილი, რის ფონზეც ჩემში ძალუმად იღვიძებს მკვლევარის ინსტიქტი...
უკვე ყოველდღიურად ვსტუმრობ რიონის სანაპიროს და ვეძებ უძველელსი საცხოვრისის კვალს…..
- რატომ იწვევს ეს ინტერესს? პროფესიით ვინ ხართ?
- პროფესიით ისტორიკოსი ვარ და ლოგიკურია, რომ მიდრეკილიც ვარ სიძველეთა ძიებისკენ, მაგრამ,როგორც ჩანს, რაღაც ეტაპზე, ადამიანის ცხოვრებაში ხდება ისეთი რამ, რაზედაც არასდროს გიფიქრია და რაში ჩართულობაც უფრო უზენაესის გადაწყვეტილებაა, ვიდრე საკუთრივ ადამიანის.
ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს აღმოჩენაც, რომელმაც ძირეულად შეცვალა ჩემი ცხოვრების აწმყო და მომავალი, ამ შემთხვევათა კატეგორიას განეკუთვნება.
რაც მეტს ვეძებდი და ვპოულობდი, მით მეტი შეკითხვა იბადებოდა. დღის წესრიგში დადგა დარგობრივი ცოდნის გაღრმავების აუცილებლობა.
დღენიადაგ ვეცნობოდი ქართულ და რუსულენოვან ლიტერატურას, ვუყურებდი სამეცნიერო დოკუმენტურ ფილმებს და ნელ - ნელა ვიღრმავებდი ცოდნას - როგორ გამერჩია არტეფაქტები გეოფაქტებისგან. (ცოდნის გაღრმავების პროცესი დღესაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც ერთი დიდი სიამოვნებაა).
გამოცდილებამ ისე გამწაფა, მილიონობით ქვათა შორის ვახერხებდი არტეფაქტის ამოცნობას.მიკვლეულ არტეფაქტთა კლასიფიკაციის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ მათი შემოქმედი უძველესი „წესიგორელები“ („წესიგორა“ ტოპონიმია და წარმოადგენს რიონისპირა ბორცვს, სადაც ისინი სახლობდნენ) თავიანთი ლოკალური კულტურით, განეკუთვნებოდნენ უძველეს ცივილიზაციას და არ წარმოადგენდნენ მხოლოდ პირველადი მიწათმოქმედებით დაკავებულ საზოგადოებრივ გაერთიანებას.
უფრო სავარაუდოა, რომ მათთვის მიწათმოქმედება ყოველდღიური საკვებით უზრუნველყოფის საშუალება იყო, მთავარ მიმართულებას კი სამთომადნო - მეტალურგიული საქმიანობა წარმოადგენდა.
- ვისზე საუბრობთ? ის ხალხი, ვისი არტეფაქტებიც თქვენ აღმოაჩინეთ?
- დიახ, ესენი არიან პრეისტორიული „წესიგორელები“, რომელთაც ვერ დავარქმევთ რიგით მეტალურგებს. პირველადი მონაცემებით, მათ უნდა გამართული ჰქონოდათ იმდროისთვის საუკეთესო მეტალურგიული ლაბორატორია და უფრო მეტიც, ნივთიერ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სავარაუდოა, რომ მათი ქურუმები, იდუმალი დამწერლობის საშუალებით, ინახავდნენ და გადასცემდნენ კიდეც ამ უნიკალურ ცოდნას.
- დამწერლობის ნიმუშებსაც პოულობთ?
- თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ვპოულობ და ეს ის ფასდაუდებელი ნიმუშებია, რომლებსაც სრულიად ახალი სიტყვის თქმის პოტენციალი გააჩნიათ საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.
- ანუ, ყოველდღე სტუმრობთ რიონს საძიებო სამუშაოების განსახორციელებლად?
- სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვერ ვსტუმრობ, რიგი ობიექტურ - სუბიექტური მიზეზების გათვალისწინებით, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, რომ ისეთი დღე არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში, რიონზე ჩასვლის სურვილი არ მქონდეს, მიუხედავად იმისა, თოვს, წვიმს, ყინავს თუ გვალვაა.
ესაა უდიდესი სიამოვნება და ჩემი ისტორიული მისსია!

- თქვენ, ყველაფერს ამას, ზედაპირულად პოულობთ, არქეოლოგიური გათხრების ორგანიზებაზე რას იტყვით?
- სამწუხაროდ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ერთადერთი გამონაკლისია საქართველოს მასშტაბით, სადაც არქეოლოგიური გათხრები არ ჩატარებულა, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევით ნაპოვნი განძები უაღრესად დამაიმედებელ წინაპირობებს ქმნიან წარმატებული არქეოლოგიური საქმიანობისთვის.
- არასდროს?
- არასდროს! ყველა ის არტეფაქტი, რომელიც ქვემო რაჭაშია ნაპოვნი, არის შემთხვევითი განძისნაწილი.
- აშკარად გეხმარებათ რიონი..
- უფალი გვეხმარება უპირველეს ყოვლისა, რომელმაც ერთ - ერთი უაღრესად საინტერესო პერიოდის მესაიდუმლედ და დღეს უკვე ამ საიდუმლოს გამცხადებელ - არქეოლოგად მდინარე რიონი მოგვივლინა.
- როგორ ფიქრობთ, ვინ არიან „წესიგორელები“?
- მტკიცებით ფორმაში შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენს მიერ მიკვლეულ პრეისტორიულ „წესიგორელთა“ ლოკალური კულტურა განეკუთვნება უმაღლეს ახლოაღმოსავლურ ცივილიზაციას, რომელიც სათავეს უნდა იღებდეს ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულის მიწურულს.
- რა მდგომარეობაშია დღეს წესიგორა, რამდენად შესაძლებელია იქ არქეოლოგიური სამუშაოებისთვის დაზვერვითი საქმიანობის განხორციელება?
- წესიგორის ბორცვი დაფარულია ეკალ - ბარდითა და ნეშომპალით. ორი წლის წინ ავიყვანესაქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, მაგრამ იქ იმდენიეკალ-ბარდია, რომ სათანადოდ მოუმზადებელ ადამიანს შეიძლება აჩვენო მხოლოდ მარტივად მისადგომილოკაციები, თუმცა, პირადად მე ფეხდაფეხ მაქვს შემოვლილი იქაურობა და მიმაჩნია, რომ წესიგორაზე ჩასატარებული არქეოლოგიური გათხრები დადებს ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს, რაზედაც ჩვენს სივრცეში დაცული არტეფაქტებიც მიანიშნებენ.
განსაკუთრებით საინტერესოა ორი მიმართულება: მეტალურგია და დამწერლობის ნიმუშები, რომლებიც ქურუმულ დამწერლობას უნდა განეკუთვნებოდეს.
- რასაც მე ვხედავ, ძალიან საინტერესოდ მეჩვენება, მსხვერპლშეწირვასთან დაკავშირებული არტეფაქტებზე რას იტყვით?
- დიახ, სიმართლეს ბრძანებთ.
ჩვენდასაბედნიეროდ, წესიგორაზე პირვანდელი სახითაა შემორჩენილი 5 000 – 4 500 წლის სამსხვერპლოს ნაშთი, სადაც კულტმსახურების პროცესი მიმდინარეობდა.
კიდევ ერთხელ დახედეთ ჩვენს სივრცეში დაცულ არტეფაქტს, რომლის მსგავსსაც ალბათ მსოფლიოშივერ იპოვნით. ეს არის წესიგორელთა ხელით რიყის ქვისგან დამზადებული ვეშაპისებრი ზვიგენის თავისქანდაკება სკულპტორის მიერ მიზნობრივად ამოჩეხილი ქვედა ყბითა და თავზე გავლებული ნაჩეხი ჭრილობით.
რაზე უნდა მეტყველებდეს ეს ყოველივე?
ცხადია, რომ პრეისტორიული წესიგორელები, როგორც ძვირფასი და ფერადი ლითონების პროფესიონალი მწარმოებლები, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ახდენდნენ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზებას.
რიონი უნდა ყოფილიყო ის არტერია, რომლის საშუალებითაც ისინი აღწევდნენ შავ ზღვამდე და შემდგომ სამიზნე ქვეყნებამდე.
როგორც სჩანს, ზღვაზე გადაადგილება არ იყო უსაფრთხო მტაცებელ ძუძუმწოვართა თავდასხმების გამო. ამიტომაც იყო, რომ სკულპტორს გამოაქანდაკებინეს ვეშაპისებრი ზვიგენის მოკვეთილი თავი, რომელსაც კულტმსახურების რიტუალებში იყენებდნენ და ადგილობრივ ნაყოფიერების ღვთაებას მასზე გამარჯვებას ევედრებოდნენ.
- ეს წესიგორაზეა ნაპოვნი? პირის ღრუმ გამაოცა!
- დიახ! ვერცერთ მუზეუმში მსგავსს ვერ იპოვნით. მარტივად წარმოსადგენია, რა დონეზე იყო განვითარებული არქიტექტურა პრეისტორიულ წესიგორეთა შემოქმედებით საქმიანობაში.
- ბატონო ილია, ერთი უცნაური შეკითხვა უნდა დაგისვათ, ის, რასაც თქვენ რიონის ნაპირებსა და წესიგორის ბორცხვზე ზედაპირულად პოულობთ, გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ ყოველივე ამის შემოქმედი ხალხი უძველეს ცივილიზაციას განეკუთვნება თავისი მიღწევების გათვალისწინებით?
- ძალიან ლოგიკური შეკითხვაა.
ნებისმიერი მკვლევარის უპირველესი ამოცანაა საკვლევი საზოგადოების ვინაობის შეცნობა, რათა ამის ფონზე შეიცნოს ყველა დამატებითი მოცემულობანი.
დღეს ძალიან ძნელია იმის თქმა ეს ადამიანები არიან ამ მიწა - წყლის აბორიგენები, თუ მოსულნი არიან სხვადასხვა მიწა - წყლიდან, მაგრამ ერთი რამ უდავო ფაქტია, ისინი ზედმიწევნით იცნობენ ძველეგვიპტურ ცივილიზაციას, დაწყებული პირამიდებით, დასრულებული ძველეგვიპტური ღვთაებებით - ნაყოფიერების ღვთაება ბათითა და ცის ღვთაება ჰორით დამთავრებული.
ჩვენ ამის ნივთიერი მტკიცებულებანი გაგვაჩნია.

- რაიმე ლეგენდა, ან გადმოცემა არსებობს რაჭისა და ეგვიპტის ურთიერთობაზე?
- ბატონ გერმანე გობეჯიშვილის მიერ ონის მუნიციპალიტეტში (ბრილის სამაროვანი სოფელ ღებთან) ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის საფუძველზე, სამეცნიერო წრეებში გამოთქმულია საფუძვლიანი ვარაუდი, რაჭა - ეგვიპტეს შორის სავაჭრო ურთიერთობების არსებობის შესახებ. აკადემიურ წრეებში არაერთგზის გაჟღერებულა მოსაზრება, რომ სწორედ ზემო რაჭიდან გაჰქონდათ ოქრო ეგვიპტეში, თუმცა, ეს შედარებით გვიანდელი პერიოდია, ჩვენ კი ვსაუბრობთ ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის პირველ ნახევარზე, როდესაც გიზას პლატოზე ხეოფსის დიდი პირამიდისა და სფინსის ქანდაკების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობდა.
ესაა სწორედ საოცრება!
- რადგან საუბარი ოქროს წარმოებასა და ოქროთი ვაჭრობაზე ჩამოვარდა, გვერდს ვერ ავუვლით ბერძნულ მითოლოგიას, იაზონისა და მედეას ამბავი გავიხსენოთთუნდაც... ოქროს საწმისი, ეს ხომ ცხვრის ტყავი არაა მხოლოდ, ეს ხომ უფრო მეტად ცოდნაა - ცოდნა, რომელიც გააჩნდათ კოლხუღ ტომებს და რომელმაც იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე წარმატებული სახელმწიფოს ყურადღებაა მიიქცია..
- აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ოქროს საწმისი, უწინარეს ყოვლისა, ესაა ცოდნა, რომელიც კოლხურ ტომებს მათი შორეული წინაპრებისგან გადაეცათ.
არ გამოვრიცხავ, რომ ამ ცოდნის რაობის განზსაზღვრებაში გარკვეული წვლილი ჩვენმა აღმოჩენამაც შეიტანოს.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად შევძლებთ ჩვენი აღმოჩენისთვის უფრო ფართო რეზონანსის მიცემას.
- ძალიან საინტერესოა და მე ვფიქრობ, რომ, თქვენს სივრცეში მოსული ადამიანი, იმის გარდა, რომ გამორჩეულ ღვინოს მიირთმევს, საშუალება ექნება დაბრუნდესსაუკუნეების უკანაც, წარმოიდგინოს რა ხდებოდა აქ, როგორი იყო ადამიანებისყოფა, მთის კოლხების საწყისები... სწორედ აქ, თქვენს გარემოში, შეუძლია ნახოსდა შეხვდეს იმ კოლხეთს, რომელიც „ოქროს საწმისის“ ლეგენდით „...გმირული სამყაროს იდუმალ პერიფერიაზე განლაგებული ზღაპრულად მდიდარი მხარე ყოფილა“
- მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი საქმიანობით დაინტერესებისთვის. ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი ჩვენს მომავალ წარმატებაში და მჯერა, რომ ვაკეთებ საქმეს, რომელიც წაადგება არამხოლოდ პრეისტორიული საქართველოს, არამედ ახლოაღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის შესწავლასაც, რამეთუ, იმდროინდელი პროტოქართველური ტომები ამ უდიდესი ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ და მსოფლიოს მოწინავე საზოგადოების კვალდაკვალ ქმნიდნენ იმ ღირებულებებს, რომლის ნახვა და შეგრძნება ჩვენს სივრცეშიცაა შესაძლებელი!
- ძალიან დიდი მადლობა...
Comments