top of page

პროექტის დასკვნითი ღონისძიება


2024 წლის 27 თებერვალს  პროექტის „რეგიონული ბრენდირების გაფართოება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის რეგიონებში“ საზეიმო დახურვა გაიმართება. პროექტი ფინანსურადხორციელდება ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პროგრამის მიერ. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ორი ახალი „გურია - სიცოცხლის სამოსახლო“ და „რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის - შეგვხვდი მთის კოლხეთში!" რეგიონული ბრენდი  და დაარსდა „საქართველოს რეგიონული ბრენდების ასოციაცია“.


დასკვნით კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის შედეგები, წარმატებული პრაქტიკისმაგალითები და რეკომენდაციები სამომავლო განვითარებისთვის.



ამავდროულად, ღონისძიების ფარგლებში, არსებული ქართული რეგიონული ბრენდის ნიშნისმფლობელებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია გამოფენაზე, მათიპოპულარიზაციისა და ურთიერთსასრგებლო კავშირების განვითარებისთვის.


დასკვნითი ღონისძიება გაიმართება ქუთაისში, დავით აღმაშენებლის 2-ში, სასტუმრო ქუთაისი INN-ში, 11-დან 18 საათამდე.

 
 
 

Commenti


bottom of page