სერვისები
რეგიონული ბრენდების ასოციაციის მიზანია გააძლიეროს ბიზნესის კოლექტიური ძალა ზრდის, მდგრადობისა და ბაზრზე კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობისთვის კონკრეტულ რეგიონებში

ქსელური
შესაძლებლობები
- ქსელური კავშირების შესაძლე ბლობები: ღონისძიებები, რომელებიც მიმართული საქმიანი კავშირების განვითარებაზე. ასოციაცია აწყობს შეხვედრებსა და კონფერენციებს, სადაც რეგიონულ ბრენდებს შეუძლიათერთმანეთთან დაკავშირება, იდეების გაცვლა და პარტნიორობის დამყარება.

ონლაინ
პლატფორმები
- ონლაინ პლატფორმები: ციფრული პლატფორმები და/ან ფორუმები, სადაც მონაწილეებს შეუძლიათკომუნიკაცია, იდეების გაზიარება და თანამშრომლობა.

მარკეტინგი
და პოპულარიზაცია
- მარკეტინგი და პოპულარიზაცია: ერთობლივი მარკეტინგული კამპანიები. ბრენდირებული ბიზნესების პოპულარიზაციისთვის კოლექტიური მარკეტინგული ძალისხმევა, ხშირად უფრო ფართო მასშტაბით, ვიდრეეს ცალკეულ ბიზნესს დამოუკიდებლად შეუძლია.

ბრენდის
ცნობადობა
პლატფორმები (FB და სხვ), ღონისძიებები ან პუბლიკაციები ბრენდირებული პროდუქტებისა და სერვისებისწარმოსაჩენად, მათ შორის ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც ზრდის ბრენდის ცნობადობას და მომხმარებლების ლოიალობას მის მიმართ.

ინდუსტრიის/სექტორის
ადვოკატირება
- ინდუსტრიის/სექტორის ადვოკატირება: მუშაობა ინდუსტრიაში/სექტორში საერთო საკითხებისა დაპრობლემების გადასაჭრელად.

საგანმანათლებლო
პროგრამები
საგანმანათლებლო ღონისძიებები, რათა დაეხმაროს ბრენდებს დაიცვან ინდუსტრიის/სექტორის ტენდენციები, გაიცნონ საუკეთესო პრაქტიკა და ახალი ტექნოლოგიები. ტრენინგის ჩატარება ბიზნესის მფლობელებისა და მათითანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

სერტიფიცირება და
ხარიხსის სტანდარტები
ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდოლოგიები - ხარისხის სტანდარტების/კრიტერიუმების ჩამოყალიბება და ხელშეწყობა რეგიონულ ბრენდთან დაკავშირებული პროდუქტებისა და სერვისებისთვის. საქართველოს სხვა რეგიონებისთვის ტექნიკრი მხარდაჭერა რეგიონული ბრენდის სისტემის დანერგვის სურვილის შემთხვევაში. სასერტიფიკაციო პროგრამების შეთავაზება, რომელიც ადასტურებს გარკვეული სტანდარტების დაცვას და ზრდის მომხმარებლის ნდობას.

ერთობლივი
ინიციატივები
ერთობლივი საწარმოების ჩამოყალიბების მხარდაჭერა - რეგიონულ ბრენდებს შორის პარტნიორობისა დათანამშრომლობის ხელშეწყობა ორმხრივი სარგებლისთვის.

სათემო
პროექტები
მონაწილეობა თემის განვითარების ინიციატივებში, რომელიც გააძლიერებს რეგიონალური ბრენდის საერთოსახეს/იმიჯს. მონაწილეობა ეროვნული და საერთაშორისო პროექტების კონკურსებში, რათა მოიპოვოს გარე რესურსები ასოციაციის საქმიანობის განვითარებისთვის, ფართო პარტნიორობის შესაქმნელად, განათლებისა და საერთო განვითარებისთვის.

ბაზრის
ხელმისაწვდომობა
სავაჭრო გამოფენები და ფესტივალები - შესაძლებლობების უზრუნველყოფა რეგიონალური ბრენდებისა და მ ათი პროდუქციის პოტენციური მომხმარებლებისთვის: დისტრიბუტორებისთვის, საცალო ვაჭრობისა დაინდივიდუალური მომხმარებლებისთვის. წევრების დახმარება სადისტრიბუციო ქსელებისა და ახალი ბაზრების მოძიების და მიიღონ ახალი ბაზრები.

საერთაშორისო
თანამშრომლობა
ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ რეგიონულ ბრენდებთან თანამშრომლობის განვითარება, მათი გამოცდილების შესწავლა და ადგილობრივი ბრენდებისთვის გაზიარება, ადგილობრივ და უცხოურ ბრენდებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების ხელშწყობა;