top of page

"Lunisi"

Wine

Kakheti

Kakheti

ცულიკაშვილების ოჯახი 4 თაობის მეღვინეების წარმომადგენლებს ითვლის. ყველაზე უფროსი, ნიკო პაპა სოფ. ენისელში, გლეხის ოჯახში დაიბადა. აგრალური უნივერისტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ მხარეში და ბრენდი „ენისელის“ ერთ-ერთი დამუძნებელიც გახდა. მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ყვარელის მუნიციპალიტეტში მეღვინეობის განვითარებას. მისი საქმე შვილმა შოთამ და შვილიშვილმა ილიამ გააგრძელეს. მეღვინეობა, ბოლო დრომდე, რჩებოდა ოჯახის ტრადიციულ საქმიანობად - ღვინო კეთდებოდა მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის. მხოლოდ ნიკო პაპას მოსახელე შვილიშვილის შვილმა, 19 წლის ნიკამ აქცია ეს საქმიანობა მცირე ბიზნესად. დღეისთვის ოჯახი აწარმოებს სხვადასხვა სახეობის ღვინოს, მაგრამ უპირატესობას კვლავაც რქაწითელსა და საფერავს ანიჭებენ. წარმოება შეზღუდულია - ახალგაზრდა ნიკა არ არღვევს პაპის მიერ დანატოვარ წესებს - „ვენახს უნდა უსმინო, ზედმეტი არაფერი მოსთხოვო, რასაც მოგცემს მადლით მოგცემს....“. ოჯახის ვენახები ქინძმარაულის ზონაში სანავარდოს მიმდებარედ მდებარეობს. ღვინოს მხოლოდ ტრადიციული კახური მეთოდით ქვევრებში აყენებენ.
ოჯახი მზადაა ღვინის ტურიზმით დაინტერესებული ვიზიტორების მისაღებად. ღვინის დეგუსტაციასთან ერთად ოჯახი უგემრიელესი ტრადიციული კახური კერძებით გაუმასპინძლდება სტუმრებს და ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენაზე მიაწვდიან ინფორმაციას ყვარელში მეღვინეობის ტრადიციებსა და საკუთარი ღვინოების შესახებ.

სერტიფიცირებული პროდუქტი: ქვევრის ღვინო რქაწითელი - მშრალი, ალკოჰოლი 12.5 0; საფერავი - მშრალი, ალკოჰოლი 13 0;
ნედლეული: ქინძმარაულის მიკრო ზონის სანავარდოს მიმდებარე ვენახებიდან მოწეული ყურძენი;
მზა პროდუქტის მოცულობა: 0.75ლ მინის ბოთლებში, რქაწითელი – 3000 ბ. საფერავი– 2000 ბ. სდაგეუსტაციო დარბაზი 25 ადამიანზე.
სეზონურობა: წინა წლის ღვინოები დეფიციტშია მარტი-ივლისის თვეებში. მიწოდება: მოლაპარაკების საგანია

"Address: 1, Ilia Chavchavadze 6th Lane, Kvareli;
Mob.: +995 598 772 788 / +995 574 940 901;
e-mail: cukilashvili88@gmail.com
FB: https://www.facebook.com/FamilyCellarLunisi"

About us
Projects
Documents
News
Members
Kakheti
Services
Project 1
Guria
Contact
Project 2
Racha-Lechkhumi Kvemo Svaneti

Viktor Nozadze St. 37, Tbilisi 0159, Georgia

bottom of page