top of page

Folk Ansamble "IMEDI"

Folk

Kakheti

Kakheti

თინათინი ყოფილი მოცეკვავეა - იგი 36 წლამდე ცეკვავდა საგარეჯოს რაიონის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „გრეჯში“ მეუღლესთან ერთად. 90 წლებში გადაწყვიტა თავად შეექმნა ახალი ანსამბლი და მისთვის „იმედი“ დაერქმია, რაც სიმბლური იყო იმ პერიოდისთვის - საგარეჯოში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, სრული უიმედობა და სასოწრკვეთა გამეფებულიყო. მოზარდი ტაობისთვის იმედი იქცა ერთადერთ ნათელ წერტილად. თინათინმა სრულიად ახალი მიდგომა განავითარა - „იმედი“ სჭირდებოდა არა მატო საგარეჯოელებს, არამედ რაიონის ყველა სოფელს. ამიტომ თინათინმა სოფლებში შექმნა მცირე ჯგუფები - „იმედის ნაპერწკლები“ და მხოლოდ საკუთარი ძალისხმევითა და ენთუზიზმით ადგილებზე ამეცადინებდა მოზარდებს. სწორედ „იმეის ნაპერწკლები“ ქმნიდნენ გაერთიანებულ ანსამბლ „იმედს“. თინათინის ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია, თინათინის ხელმძღვანელობით, დღეს „იმედი“ ერთ-ერთი წარმატებული რეგიონული ქორეოგრაფიული ანსამბლია, რომლიც საგარეჯოს კულტურის ცენტრთან არსებობს.
თინათინს მინიჭებული აქვს „ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარის“ წოდება - „ქართული ქორეოგრაფიის დესპანი“. ანსამბლის რეპერტუარიდან გამორჩეულია ცეკვა „კახური“, რომელიც სრულად კახურ მოტივებზეა დადგმული: მუსიკა გარე-კახური საჭიდაო, კოსტუმები შექმნილია ისტორიული კახური გლეხური სამოსის შესაბამისად, ხოლო აქსესუარებიდან გამოყენებულია „ყანწი“ და „კახური ხანჯალი“. ცეკვა იწყება ვაზისა და ღვინის საგალობლით, მოიცავს კახელი გლეხის შრომის ყველა ეტაპს და სრულდება ლხინით.
ანსამბლი „იმედი“ მზადაა დაინტერესებულ ტურისტებს გაუმართოს მცირე წარმოდგენები და „ვოქშოპები“ და გააცნონ მათ ქართული ცეკვის დიდებულება.

სერტიფიცირებული პროდუქტი: ფოკლორული ანსამბლი „იმედი“ ცეკვა „კახური“
მზა პროდუქტის მოცულობა: ცეკვა გრძელდება 6-7 წუთი
სეზონურობა: მთელი წლის განმავლობაში
მიწოდება: ადგილზე მონახულების გარდა შესაძლებელია ანსამბლი თავისი რეპერტუარით ესტუმროს დამკვეთს.

"Address: 13 Agmashenebeli st, Sagarejo; Vill. Udabno, Sagarejo;
Mob.: +995 599 531 370
e-mail: tinamezvrishvili2@gmail.com
YouTube: https://www.youtube.com/watch?v=GigFXJavDCM"

About us
Projects
Documents
News
Members
Kakheti
Services
Project 1
Guria
Contact
Project 2
Racha-Lechkhumi Kvemo Svaneti

Viktor Nozadze St. 37, Tbilisi 0159, Georgia

bottom of page