Inga Papuashvili
Honey
Kakheti

ინგა ძალიან აქტიური ქალბატონია. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში იყო თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი თავის სოფელში, არასდროს გაურბოდა შრომას საოჯახო მეურნეობაში. დაოჯახების შემდეგ მოხვდა ოჯახში, სადაც მეფუტკრეობა და თაფლის წარმოება ტრადიციული საქმიანობა იყო. წლების განმავლობაში სკებს მამამთილი უვლიდა და თაფლს მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ინგა თავად გაუძღვა ამ საქმეს და მამათილისგან მიღებული ცოდნა რეალურ ბიზნეს-იდეად აქცია. მიუხედავა იმისა, რომ ოჯახს საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა მეფუტკრეობაში, ინგა თვლის, რომ ეს ცოდნა არ არის საკმარისი - იცვლება ბუნება, გარემო, კლიმატი და ფუტკრების მოვლაც თანამედროვე რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ამიტომაც, ინგა მუდმივად ცდილობს ინფორმალური თუ არაფორმალური განათლებით გაიუმჯობესოს ცოდნა, ითვალისწინებს გამოცდილი მეფუტკრეების რჩევებს, გაწევრიანებული ფერმერ ქალთა ასოციაციაში.
ინგა უვლის 60 ოჯახს, რომელსაც ამოგზაურებს ლაფანყურის ხეობასა და ალაზნის ველზე. თაფლის ამოწურვას ახორციელებს ხელით, რასაც დაახლოებით 10-14 დღეს ანდომებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან შრომატევადი პროცესია, ინგა თვლის, რომ ამ ტექნოლოგიით მიღებული თაფლი საუკეთესოა. არც ანტიბიოტიკებს ხმარობს - იყენებს მხოლოდ ბიო-პრეპარატებს. ინგა პაპუნაშვილის ნატურალური თაფლი საოცარი სურნელისა და არომატის მატარებელია.
სერტიფიცირებული პროდუქტი: თაფლი
მზა პროდუქტის მოცულობა: 1000 კგ., დაფასოება ხდება მინის ქილებში, ზომა- დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად
სეზონურობა: ამოღება ხდება წელიწადში ერთხელ აგვისტო თვეში, პროდუქტი აპრილი-აგვისტოს თვეები დეფიციტშია.
მიწოდება: მოლაპარაკების საგანია
"Address: Vill. Ruispiri, Telavi;
Mob.: +995 599 158 566;
e-mail: papunashviliinga8@gmail.com"