Kakha Dzamukashvili
Cheese
Kakheti

კახაბერის მამა პროფესიით ვეტერინარი იყო. ბავშვობიდან ეხმარებოდა კახაბერი მამას - ოჯახში თითქმის ყველა სახეობის შინაური ცხოველი და ფრინველი ჰყავდათ. კახაბერს ძალიან სიამოვნებდა ეს საქმიანობა და ისიც მამის პროფესიას გაჰყვა. ამჯამად იგი მუშაობს კახეთის რეგიონში „ხელოვნული განაყოფიერების“ სპეციალისტად. მან მესაქონლეობაში კვალიფიკაცია აიმაღლა ესტონეთსა და სომხეთში.
კახა დროთა განმავლობაში ხვდებოდა, რომ ბაზარზე ნელ-ნელა ა ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა რძისა და მისი პროდუქტების დეფიციტი იქმნებოდ, ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი ფერმა მოეწყო. თავიდან საქმიანობა რამდენიმე სული მეწველი ძროხით (ჰოლშტეინის ჯიშის) დაიწყო. დღეს მისი ფერმა 12 სრულფასოვნად მეწველ ძროხას ითვლის და დღეში 150 ლიტრი რძის პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი. კახაბერმა ამჯობინა ყველის წარმოება ტრადიციული ქართული მეთოდით „მაჭიკზე“. თვლის რომ მაჭიკზე დაყენებულ ყველს სრულიად სხვა გემო აქვს.
კახაბერს გადაწყვეტილი აქვს საკუთარი ფერმის გაფართოება. პროფესიული ცოდნა და მტელი ცხოვრებისეული გამოცდილება მას საშუალებას აძლევს ისე დაგეგმოს და მართოს ფერმა, რომ ნედლეული ჰქონდეს მთელი წლის განმავლობაში, რაც მისი წარმოების მუდმივობას უზრუნველყოფს.
სერტიფიცირებული პროდუქტი: ყველი
მზა პროდუქტის მოცულობა: დღეში 10-15 კგ. 1-1,5კგ თავები, რძის ცხიმიანობა საშუალოდ 3,8%, შეფუთვა პოლიეთილენის ვაკუუმ-პაკეტებში.
სეზონურობა: მთელი წლის განმავლობაში
მიწოდება: მოლაპარაკების საგანია
"Address: Vill. Ruispiri, Telavi;
Mob.: +995 593 664 893 / +995 595 355 055;
e-mail: papunashviliinga8@gmail.com"