top of page

Lamara Bejashvili

Silk

Kakheti

Kakheti

ქართულ აბრეშუმხვევიას თამამად შეიძლება ვუწოდოთ უფლის საჩუქარი - ჯანმრთელობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის საწინდარი. იგი ოდითგან გამოირჩეოდა მსოფლიო ბაზარზე თავისი სინაზითა და ბრწყინვალებით. ლამარა ბეჟაშვილი, კეთილი ადამიანების თანადგომით ინარჩუნებს აბრეშუმხვევიას და მისგან სხვადასხვა პროდუქტებს აწარმოებს: აბრეშუმის წყალს, აბრეშუმის ჭუპრის ზეთს, აბრეშუმის ქსოვილს, აბრეშუმით დავარგებულ ღვინოს, ჩლიქოსნების, ფრინველების, თევზების საკვებს, ბიოსასუქს, აბრეშუმის ბამბას, სამედიცინო ძაფსა და სხვ.
ლამარა 5 წლის ასაკიდან ოლღა ბებოს ეხმარებოდა. ბებო უნიკალური ცოდნის მქონე იყო. რომ არა ის, დღეს ერთით ნაკლები გულშემატკივარი ეყოლებოდა აბრეშუმს.
ძველი ქართული ცოდნა აბრეშუმხვევიას შესახებ უნიკალურია. თუ ერთხელ მაინც ეზიარე ამ ცოდნას, თავის დანებება ძნელია. ლამარას სახელოსნოს ადრე ავსტრალიელები, ჩინელები და სხვა მრავალი უცხოელი სტუმრობდა. მეაბრეშუმეობის შესწავლის მსურველიც ბევრი იყო. ლამარა ბუნებრივი საღებავებით ძაფის შეღებვის ტექნოლოგიასაც ფლობს: ენდრო, ქრისტესისხლა ან ღოლოს ძირი, მთის ქვა არის ხასხასა ფერების მომცემი. ლამარა ერთადერთია, ვინც მეაბრეშუმეობის ყველა ეტაპს ხალხური ტრადიციული წესებით გადის: თითისტარი, ჯარა, ხელით ქსოვა - ყველაფერი ძველებურია. ლამარა მადლიერია, ამერიკელი ჯონ უერდემანის, "სტრატეგიული კვლევების ცენტრის", "ქალები საქართველოსთვის", "ელკანასი", ყველასი ვინც მას ამ უძველესი საქმიანობის აღორძინებაში დაეხმარნენ.
საწუხაროა რომ დღეს ლამარა ბეჟაშვილი კვლავ დაფინანსების ძიებაშია, რადგან სახელოსნო, რომელიც კულტურის სახლის შენობაში ჰქონდა, მუნიციპალიტეტმა დააგნრია და იძულებულია მოიძიოს თანხა ახალი სახელოსნოს მშენებლობისთვის, რათა გადარჩეს ეს უნიკალური ტრადიციული რეწვის მიმართულება.

სერტიფიცირებული პროდუქტი: აბრეშუმხვევიას კვერცხები, ბარეშუმის ზეთი, აბრეშუმის წყალი, აბრეშუმის ძაფი
ნედლეული: ადგილობრივი თუთის ფოთლით გამოკვებილი აბრეშუმხვევია;
მზა პროდუქტის მოცულობა: საშუალოდ წლიურად დაახლოებით 70-80გრ კვერცხი, წყალი 30 ლიტ, ზეთი - 2-3 კგ; ძაფი შეკვეთით
სეზონურობა: კვერცხი - ივნის/ივლისი, წყალი აგვისტო/ოქტომბერი; ზეთი ოქტომბერი/დეკემბერი, მიწოდება: მოლაპარაკების საგანია

"Address.: Vill. Kvemo Magharo, Sighnaghi;
Mob.: +995 593 965 595;
e-mail: lamarabejashvili@gmail.com; otokandashvili@gmail.com"

About us
Projects
Documents
News
Members
Kakheti
Services
Project 1
Guria
Contact
Project 2
Racha-Lechkhumi Kvemo Svaneti

Viktor Nozadze St. 37, Tbilisi 0159, Georgia

bottom of page