top of page

Lia Kavtarashvili

Hospitality

Kakheti

Kakheti

1994-1999 წლების რუსეთ-ჩეჩნეთის ომის შედეგად ლიას ოჯახი გახდა დევნილი და მას 1999 წელს 5 წლის ვაჟთან ერთად თავის მშობლიურ სოფელში მოუწია დაბრუნება. იგი ამჟამად არის ნატურალიზებული ლტოლვილი 2011 წელს მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. გაეროს ფინანსური მხარდაჭერით ოჯახმა შეძლო მამა-პაპისეულ მიწაზე საცხოვრებელი სახლის აშენება. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ლიამ გადაწყვიტა საოჯახო სასტუმრო დაეარსებინა და საკუთარი სასხსრებით მოეწყო სტუმრების მისაღებად. ლია დაიბადა და გაიზარდა პანკისის ხეობაში, ამიტომაც კარგად იცნობს ხეობის ადათ-წესებსა და ცხოვრების ყაიდას. ინახავს და სტუმრებს უზიარებს უძველესი ქისტური სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ტრადიციებს. სტანდარტული მომსახურების გარდა, სურვილის შემთხვევაში ლიას შეუძლია სტუმრებს შესთავაზოს ეთნო და გასტრო-ტურისტული სერვისები. გააცნოს ლოკალური ფოლკლორი და რელიგიური რიტუალები. სტუმრებში გასაკუთრებულ ემოციებს იწვევს მიცვალებულთა საპატივცემულოდ - სულის მოსახსენიებელი განსაწმენდელი რიტუალი - „ზიქრი“.
ყველა პროდუქტი, რომელსაც ლია კერძების მოსამზადებლად იყენებს არის საკუთარი მეურნეობიდან ან სოფლიდან. ჰყავს ინგლისურენოვანი გიდიც და შეუძლია ლოკალურ მარშრუტებზე ტურისტები უზრუნველჰყოს ტრანსპორტით.
ლიას სამზარეულოში შეხვდებით ეკოლოგოიურად სუფთა ტყის პროდუქტებსაც, რომელსაც თავად ლია აგროვებს. ასეთია ტყის ჯონჯოლი, რომელსაც სრულიად განსხვავებული გემო აქვს. ლიას აზრით ბუნება უშურველად გვაძლევს ყველაფერს და ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ და დავზოგოთ, ჩვენც ვისიამოვნოთ და მოსულ სტუმართანაც ვიამოაყოთ მისი მშვენიერებით.

სერტიფიცირებული პროდუქტი: სასტუმრო მომსახურება და მთის ჯონჯოლი
მზა პროდუქტის მოცულობა: სასტუმრო - ერთდროულად 6 ადამიანის სტუმრობა, 1 კეთილმოწყობილი სველი წერტილი, 1 საერთო ოთახი, სამზარეულოთი და 2 დიდი ღია ვერანდით. ჯონჯოლი - 0,5 და 1 კგ-იანი ვაკუუმ შეფუთვები, წელიწადში დაახლოებით 500-700კგ.
სეზონურობა: მთელი წლის განმავლობაში მიწოდება: მოლაპარაკების საგანია

"Address: Vill. Jokolo, Akhmeta;
Mob.: +995 591 012 759;
e-mail: liaqavtarashvili1@gmail.com"

About us
Projects
Documents
News
Members
Kakheti
Services
Project 1
Guria
Contact
Project 2
Racha-Lechkhumi Kvemo Svaneti

Viktor Nozadze St. 37, Tbilisi 0159, Georgia

bottom of page