Mzia Solomnishvili
"Kakhetian Churchkhela"
Kakheti

მზია დაიბადა და გაიზარდა გურჯაანის რაიონში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის წარმატებით დასრულების შემდეგ იგი მშობლიურ გურჯაანს დაუბრუნდა და სოფ. ვაჩნაძიანის ამბულატორიაში დაიწყო ოჯახის ექიმად მუშაობა, რომელსაც დღემდე აგრძელებს. ოჯახიც აქვე შექმნა - მისი მეუღლე ტრადიციული მევენახეების/მეღვინეების ოჯახიდან იყო. წლების განმავლობაში მზია დაუღალავად ემსახურებოდა სოფლის მოსახლეობას. თუმცა „სოფლის ექიმის“ მიზერული ანაზღურება, სრულიად არაადექვატური იყო გაწეული შრომის. მიუხედავად ამისა მზია თვლის, რომ მადლიერი ოჯახები, პაციენტები ყველაზე დიდი ჯილდოა ექიმისთვის და არასდრო უფიქრია თავი დაენებებინა საყვარელი პროფესიისთვის.
სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ბედი ეცადა და საკუთარი მიკრო-საწარმო დაეარსებინა. ბევრი ძიება არ დასჭირვებია - ყურძნის წვენი საკმარისზე მეტი ჰქონდა ოჯახს, არც კაკლის სიმცირეს უჩიოდნენ და რაც მთავარია მზიას ჩურჩხელები ნაცნობ-მეგობრებში დიდი მონოწონებით სარგებლობდნენ.
მზია დღეისთვის ნატურალური ყურძნის წვენისგან თავად ადუღებს ბადაგს, ამზადებს ნიგვზის აცმებს, ადუღებს თათარას და ავლებს კახურ ჩურჩხელებს.
ლეგენდის თანახმად ჩურჩხელა სამი მაცოცხლებელი პროდუქტის ნაზავია - პური, ყურძნის წვენი და ნიგოზი, რაც არაჩვეულებრივი ენერგეტიკული ჯანსაღი დესერტია.
მზია თვლის რომ მისი ორივე საქმიანობა - ექიმობა და ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება, მისი ღირებულებებისა და ხასიათის ყველაზე ზუსტი გამოვლინებაა.
სერტიფიცირებული პროდუქტი: კახური ჩურჩხელა
მზა პროდუქტის მოცულობა: წლიურად საშუალოდ 1000 ცალი, ნახევარ ლებაზე ნატურალურ ბადაგით მომზადებულ თათარაში ერთხელ ამოვლებული
სეზონურობა: რაოდენობის სრულად ამოყიდვის შემთხვევაში მაისი-სექტემბერი არის დეფიციტი.
მიწოდება: მიწოდება შესაძლებელია.
"Address.: Natroshvili st. Vill. Vachnadziani, Gurjaani;
Mob.: +995 599 498 525;
e-mail: mziasolomnishvili051@gmail.com"