"Neliko Bachiashvili"
Craft
Kakheti

ნელიკო თვითნასწავლი ოსტატია. იგი ბავშვობიდან გატაცებული იყო ხატვითა და ძერწვით. 12-15 წლის ასაკში მოსინჯა სხვადასხვა მასალით მუშაობა: ხის ტოტები, გირჩები, ასანთის ღერები, წიწვები, მუყაო, ქსოვილები, ქვები, თიხა - ყველაფერი, რასაც დალოცვილი ბუნება „საჩუქრად“ იძლეოდა. წლების განმავლობაში იყო მუდმივ ძიებაში და ამ პროცესში იქმნებოდა სხვადასხვა ხელნაკეთი დეკორაციები, როგორც რეგიონულ ასევე სხვა ცნობილ მოტივებზე. ტექას პირველად მას შემდეგ შეეხო, როცა დედა პატარა ზომის ფაჩუჩებს ამზადებდა. ნელიკომ საკუთარ თავთან ჭიდილითა და ექსპერიმენტებით მიაგნო იმ ტექნოლოგიას, რომლითაც იგი დღეს ამზადებს სხვადასხვა „ფუმფულა“ სათამაშოს, თექის 3D ნახატებსა და სუვენირებს. ნელიკო მუშაობს მიმანქარზეც (ვერცხლით). ნელიკო მთელს დღეებს ახალ-ახალი იდეების რეალიზაციას ანდომებს. ყველაზე მნიშვნელოვანი მის საქმიანობაში ისაა, რომ ტრადიციული კახური (მატყლი) მასალითა და ავთენტური ტექნოლოგიით (თექა) ქმნის სრულიად ახალ, უნიკალურ ნამუშევრებს. ნელიკოს ნამუშევრებთან ერთად „ზღაპრულ“ სამყაროში მოგზაურობა რეალური ხდება და ისინი ნებისმიერი გემოვნების მომხმარებლებს დააკმაყოფილებს.
სერტიფიცირებული პროდუქტი: მატყლის/მირინოსის სათამაშოები, სუვენირები, დეკორაციები.
მზა პროდუქტის მოცულობა: დამოკიდებულია დამკვეთის სურვილზე
სეზონურობა: მთელი წლის განმავლობაში
"Address: Vill. Ruispiri, Telavi;
Mob.: +995 597 071 716 / +995 577 502 941
e-mail: nelikobachiashvili@gmail.com
FB.: www.Facebook.com/N.B handmade"