top of page

Nino-Meris

Wine

Kakheti

Kakheti

შპს „ნინო მერის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნინო მაძღარაშვილი, პროფესიით პედაგოგია. 10 წლის განმავლობაში იგი ინგლისურ ენას ასწავლიდა თბილისის სხავადასხვა პრესტიჟულ სკოლებში. 2015-2016 წლებში მისი ოჯახი მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა, ამას ისიც დაემატა, რომ ძმა სამუშაოდ ემიგრაციაში წავიდა, ნინო თბილისში სამსახურს ვერ ტოვებდა და დედა მარტო დარჩა დედოფლისწყაროში. ერთ დროს ბედნიერი ოჯახი ფაქტობრივად დაიშალა. ამ პერიოდში თბილისში გაიხსნა ახალი ტრუისტული ადგილები. განახლებული აღმაშენებლის გამზირზე, მეგობართან ერთად სეირნობისას, ნინოს ერთმა აზრმა გაუელვა - ჩურჩხელა ხომ არ შეეტანა მაღაზიებში?! სწორედ აქედან იღებს სათავეს მისი დაუკიდებელი ბიზნეს-საქმიანობა. პირველი ცდა წარმატებული აღმოჩნდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი დედოფლისწყაროში ნაყიდ ჩურჩხელებს აბარებდა მაღაზიებს, თუმცა ყოველ ჯერზე ამ ჩუჩხელებს რაღაც წუნი ჰქონდა. ნინოს ოჯახში, ტრადიციულად, ყოველ შემოდგომაზე ზედადგარზე დუღდებოდა თათარა, მთელი ნათესაობა მათთან იყრიდა თავს და ჩურჩხელებიც საუკეთესო იყო. ამიტომ გადაწყვიტა დედისთვის ეთხოვა დამზადება. შაბათობით სიონის მიმდებარედ იმართებოდა ე.წ. „გემოვანი ბაზარი“. ნინომ ბაზრობისთვის ჩურჩხელას მისცა სასაქონლო სახე, შეფუთა და სახელიც დაარქვა - “Merry”. ბაზრობაზე მონაწილეობა წარმატებული აღმოჩნდა, 3 ახალ დამკვეთთან ერთად მისი პროდუქციით კორეის ერთ-ერთი ასოციაციის ხელმძღვანელი დაინტერესდა და ნინო ქ. ჯონ-ჯუში მიიწვია ნატურალური პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე. მიუხედავად იმისა, რომ ნინოს მხოლოდ მგზავრობა უნდა აენაზღაურებინა, ოჯახისთვის იმ პერიოდში წარმოუდგენელი იყო ასეთი ხრჯის გაწევა. მან ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და თავის ჩურჩხელებთან ერთად რამდენიმე ბოთლი წითელი ღვინოც გააყოლა. გამოფენაზე ნინოს სტენდმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია - ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ ფაქტმა ნინოს ოჯახის კიდევ ერთი ტრადიცია გაახსენა - 89 წლის ასაკში გარდაცვლილმა პაპამ ხომ იმ წლის მოსავალი ქვევრში დაწურული დაუტოვა. გადაწყვიტა კვლავ დედასთან ერთად დაეწყო ღვინის წარმოება. პირველი 2 ტონიანი ქვევრისთვის, რომელსაც დღემდე დედა-ქვევრს ეძახის, მიწაც კი დედა-შვილმა ამოთხარა. ამრნად აქციეს მამის ავტო ფარეხი, რომელისგანაც მხოლოდ ხავსმოდებული კედლებიღა იყო დარჩენილი. 2018 წელს საკუთარი ხელით დაწურა ღვინო და ჩამოასხა 600 ბოთლი ხირსას რქაწითელი. იმავე წელს მონაწილეობა მიიღო მეღვინე ქალთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გამოფენაში და 3 დღეში მოწვევაც მიიღო ნიდერლანდებში. სწორედ იქ გაიცნო თავისი პირველი უცხოელი დამკვეთი. მას შემდეგ ნინო სხვადასხვა გამოფენებში იღებს მონაწილეობას, თავი დაანება პედაგოგობას, ღვინისა და ჩურჩხელების ექსპორტს 6 ქვეყანაში ახორციელებს, აქვს საკუთარი მაღაზია, ძმა ემიგრაციიდან დაბრუნდა, კომპანიას ახალი სახელი დაარქვა „ნინო მერის“ (მერი დედას ჰქვია) და თვლის რომ დედის მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს მიაღწევდა. ნინო ბიზნესს საკუთარ შვილად მიიჩნევს, რომელსაც ზრდის და მუდმივად ზრუნავს მის განვითარებაზე.

სერტიფიცირებული პროდუქტი: ჩურჩხელა და საფერავი; ნედლეული: ნატურალური ოჯახში მოდუღებული ბადაგი და ადგილობრივი ვენახებიდან საფერავის ყურძენი მზა პროდუქტის მოცულობა: შეფუთული ჩურჩხელა და 0.75ლ საფერავი, ალკოჰოლი 130 სეზონურობა: მთელი წლის განმავლობაში. მიწოდება მოლაპარაკებით და/ან მაღაზიაში.

"Address: 64 Tamar st. Dedoplistskaro;
Mob.: +995 577 335 458;
e-mail: vinodinino@gmail.com
FB: https://www.facebook.com/niamadzgarashvili"

About us
Projects
Documents
News
Members
Kakheti
Services
Project 1
Guria
Contact
Project 2
Racha-Lechkhumi Kvemo Svaneti

Viktor Nozadze St. 37, Tbilisi 0159, Georgia

bottom of page