top of page

4 Sisters

Wine

Kakheti

Kakheti

მეღვინეობა ნატროშვილების ოჯახის მრავაწლიანი ტრადიციაა. ვენახის მოვლასა და ღვინის დაყენებას ყოველთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა ოჯახში, სადაც მხოლოდ ქალიშვილები იზრდებოდნენ. იამზემ და მისმა დებმა, ეს ტრადიცია გააგრძელეს - აქედან წამოვიდა მათი სლოგანიც: ,,ღვინოს ქმნის ოთხი და.’’
„ოთხი და“-ს საწარმოც და ვენახებიც მუკუზნის მიკრო ზონაში აქვს: გურჯაანის რაიონში, სოფელ ვაჩნაძიანში.
გარდა იმისა, რომ დები ოჯახურ საქმიანობას აგრძელებენ, გადაწყვიტეს საკუთარი მეურნეობა ბიომეურნეობად ექციათ და მხოლოდ ბიო ღვინო ეწარმოებინათ. მათი მიზანი ეკოლოგიურად ჯანსაღი, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის შექმნა იყო. ეს ძალიან შრომატევადი და საყურადღებო საქმეა, რომელსაც განსაკუთრებული დრო და ფინანსები სჭირდება. ანას თქმით, რომელიც ამავდროულად პორფესიონალი მევენახეა, - „ბიო ვენახს განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება, თუმცაღა, ამად ნამდვილად ღირს, რადგან შედეგად ვიღებ არომატულ, მდიდარი გემოვნური მახასიათელების მქონე ღვინოს, რომლის გემოც არ გავიწყდება“.
ბოლო სამი წელია, რაც გოგოებმა ოჯახურ ტრადიციას ეკონომიკური საქმიანობის სახე მისცეს. დააფუძნეს საწარმო და მოაწყვეს მარანი ქვევრებით. გასულ წელს, სამწლიანი ლოდინის შემდეგ, მიიღეს „კავკასერტის“ ბიო სერტიფიკატი, რომელიც შეესაბამება ევროპულ და ISO-ს სტანდარტებს.
სულ მალე „ოთხი და“-ის ღვინოების ასორტიმენტს ახალი ჯიშები შეემატება. დებს სამომავლოდ დაგეგმილი აქვთ საწარმოს ტერიტორია ღვინის-ტურიზმისთვის მოაწყონ და სასიამოვნო ტურისტულ ადგილად აქციონ.

სერტიფიცირებული პროდუქტი: რქაწითელისა და საფერავის ბიო-ღვინო;
მზა პროდუქტის მოცულობა: რქაწითელი - 7000 ბოთლი, 0.75, 14%, 2020 წლის. საფერავი 12 000 ბოთლი; 0.75, 14%, 2020;
სეზონურობა: რაოდენობის სრულად ამოყიდვის შემთხვევაში სექტემბერი-მარტი არის დეფიციტი.
მიწოდება: მიწოდება შესაძლებელია

"Address.: Natroshvili st. Vill. Vachnadziani, Gurjaani;
Mob.: +995 598 122 995;
e-mail: inatr2015@agruni.edu.ge; foursisters4321@gmail.com"

About us
Projects
Documents
News
Members
Kakheti
Services
Project 1
Guria
Contact
Project 2
Racha-Lechkhumi Kvemo Svaneti

Viktor Nozadze St. 37, Tbilisi 0159, Georgia

bottom of page