"Asad"
"Pankisian Halva"
Kakheti

2018 წელს ორმა პანკისელმა ქალბატონმა ნატამ და მედიკომ სრულიად გააოცეს ტელემაყურებლები - ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ტელეშოუში „ჩემი სამზარეულოს წესები“ გამარჯვებულები გახდნენ. ნატა და მედიკო თანამშრომლები არიან. ისინი პანკისში, არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდში მუშაობენ. მედიკო კულინარიულ კურსებს უძღვება, ნატო კი ახალგაზრდებთან მუშაობს. კულინარიულ შოუში მონაწილეობა ვაინახური სამზარეულოს პოპულარიზაციის და პანკისის ხეობის პოზიტიური კუთხით წარმოჩენის მიზნით მიიღეს. სწორედ ტრადიციული და ბევრისთვის უცხო კერძებით მოიპოვეს მკაცრი ჟიურის კეთილგანწყობაც. გარდა სამოქალაქო აქტიობისა ნატას საკუთარი მცირე ბიზნესიც აქვს, სადაც მედიკოსთან ერთად აწარმოებს სრულიად განსხვავებულ, უნიკალურსა და გამორჩეულ „ჩეჩნურ ჰალვას“.
ჰალვა მზადდევა კვერცხის, ფქვილისა და თაფლისგან, ხოლო განსაკუთრებულ სადღესასწულო შემთხვევებში ემატება ნიგოზი/ქიშმიში.
ჰალვის მომზადებას თავის ტრადიცია აქვს: რამადანის ბოლო დღეს (გახსნილებაზე), აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჰალვა. დიდი სიხარულის აღსანიშნავად და ბედნიერების ურთიერთგაზიარების მიზნით მზადდებოდა ტკბილი დესერტი, რომლითაც ოჯახები ერთმანეთს ულოცავდნენ დღესასწაულს. მოგვიანებით ეს ტრადიცია სხვა ბედნიერ დღეებზეც გავრცელდა: ნიშნობა, ქორწილი ბავშვის დაბადება.
ჰალვის მომზადებისას გამოიყენება მხოლოდ ლოკალური (პანკისის ხეობა) პროდუქტი და მისი წარმოება შესაძლებელია მხოლოდ ხელით.
სერტიფიცირებული პროდუქტი: ჩეჩნური ჰალვა
მზა პროდუქტის მოცულობა: დაფასოებულია 130 გრ. მზა პროდუქტი, კვირის განმავლობაში მზადდება 6,5კგ. წლის განმავლობაში 340კგ.
სეზონურობა: მთელი წლის განმავლობაში მიწოდება: მოლაპარაკების საგანია
"Address: Vill. Duisi, Akhmeta;
Mob.: +995 577 544 109;
e-mail: natakavtarashvili2601@gmail.com
FB.: https://www.facebook.com/nata.kavtarashvili.1"