top of page

"ალპური ნექტარი"

თაფლი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

ალპური ნექტარი - დემურ ლიპარტელიანი
1992 წელს ინსტიტუის დამთავრების შემდეგ დემური დაბრუნდა ლენტეხში. დემურის ოჯახი ტრადიციულად მეფუტკრეობას მისდევდა, მაგარმ 90-იან წლებში ფუტკარი გაწყდა და ოჯახში მხოლოდ 2 სკა დარჩა. დემურიმ მიზნად დაისახა ფუტკრების გარადჩენა, გადაარჩინა და უკვე 30 წელია რაც მეფუტკრეობას მისდევს. დღეს უკვე 100 სკას უვლის, მეტს ვერ უმკლავდება, რადგან მისთვის მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა. იმ წლებში, როცა ფუტკარი პრაქტიკულად აღარ იყო დარჩენილი, დემური დაუზოგავად შრომობდა და ძველი მეფუტკრეების ნახევარი სწორედ მისგან ყიდულობდა ფუტკრის ოჯახებს. ამავდოულად დღემდე კონსულტაციებს უწევს ახალბედა მეფუტკრეებს., უზიარებს არაფორმალური განათლებით მიღებულ ცოდნას და წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას. არ გამოუტოვებია არცერთი ტრენინგი, ხელიდან არ გაუშვია არცერთი შესაძლებლობა გასცნობოდა სიახლეებს, თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. დღეს უკვე გამოცდილი მეფუტკრე თავად არის ტრენერი. ბოლო 5 წელის ცდილობს ბიოთაფლის მიმართულებით მუშაობას, ამოღებული აქვს ანტიბიოტიკები და სხვა პრეპარატები, რამდენიმე ოჯახი ჰყავს ბუნებრივ საცხოვრებელში - „ჯარაში“. ფუტკარს არ ამოგზაურებს - ეშინია დაავდებებს. ოჯახები განთავსებული ჰყავს იზოლირებულ მშვიდ გარემოში. კარგად იცნობს ბიოთაფლის ევროპულ სტანდარტს და გული სტკივა რომ, ჯერჯერობით, მომხმარებელი ვერ ანსხვავებს ბიოთაფლს არა ბიოთაფლისგან და არ არის მზად გადაიხადოს მეტი თანხა. ესეც ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, რომ ამ ეტაპზე არ ფიქრობს წარმოების გაზრდას, არ აქვს მოტივაცია აწარმოოს მეტი პროდუქტი. დღეს დემურის წარმოების საშუალო მოცულობა არის 2 ტონა თაფლი წელიწადში.
თაფლის შეძენა შესაძლებელია ადგილზე, თბილისში შეკვეთის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია მიწოდებაც. თაფლი დაფასოებულია მინის 1000მლ მოცულობის ქილებში.
დემურ ლიპარტელიანთან მსურველებს შეუძლიათ ჯანსაღი ფუტკრის ოჯახების შეძენაც წლიურად საშუალოს 20-30 ოჯახი

მის. გოგებაშვილის ქ. 5, ლენტეხი, ქვემო სვანეთი; მობ. (+995) 599 852 707; e-mail: lipartelianidemuri@gmail.com

bottom of page