"თაფლი ლეჩხუმიდან"
თაფლი
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

"თაფლი ლეჩხუმიდან"
ლეჩხუმის ერთ ლამაზ და უძველეს სოფელში, დეხვირში, ცხოვრობს ახალგაზრდა და-ძმა: გვანცა და გიგა ჭაბუკიანები (25-26 წლისები). მათ ბაბუას სულ ჰყავდა ფუტკარი, ბევრი არა 4-5 ოჯახი, მაგრამ და-ძმა 6 წლიდან თან დაჰყავდა, ასწავლიდა და აყვარებდა მეფუტკრეობას. წამოიზარდნენ, დაამთავრეს სკოლა, უნივერსიტეტი, მაგრამ დაბრუნება გადაწყვიტეს. დიდი სურვილი ჰქონდათ ოჯახის ტრადიცია გაეგრძელებინათ, ბიზნესის პრინციპებისთვის მოერგოთ და საკუთარი შემოსავალი გაეჩინათ. იმ 4 ოჯახიდან, დღეს 100 ოჯახამდე ფუტკარი ჰყავთ. ახალგაზრდობამ თავის საქმე გააკეთა, მოაწყვეს საწარმო, დიწყეს ფიჭების დაბეჭდვა, დანერგეს HACCP სტანდარტი, დაამონტაჟეს მზის ელემენტები და დაიწყეს ზრუნვა ფუტკრის ტურიზმის განვითარებაზე. სხვადასხვა პროექტებში მიიღეს მონაწილეობა - ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების პროექტებში, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში და შედეგიც შთამბეჭდავი მიიღეს. საწარმოს მოწყობის შემდეგ მიიღეს არც თუ მარტივი გადაწყვეტილება მოეშენებინათ დედა ფუტკრები, რომელიც ძალიან სპეციფიურია და რადიკალურად განსხვავდება ჩვეულებრივი მეფუტკრეობისგან. რეგიონში ამ საქმით არავინაა დაკავებული. გვანცამ და გიგამ კარგად იცოდნენ კავკასიური (ქართული) ფუტკრის უპირატესობა და მასზე გაზრდილი მოთხოვნა. დღეს წელიწადში საშუალოდ 300-400 დედა ფუტკრის მოშენება შეუძლიათ და ადგილობრივი მომხმარებლების გარდა დედა ფუტკრები ექსპორტზეც გააქვთ. ჭაბუკიანები არც საზოგადოებრივ/სამოქალაქო პასუხისმგებლობას ივიწყებენ. მეფუტკრეობა, რეგიონში, პრაქტიკულად არსად ისწავლება. ისინი საკუთარი ინიციატივით, უსასყიდლოდ ასწავლიან თემში მაცხოვრებელ ბავშვებს ამ საქმიანობას, ხოლო პარქტიკული სწავლებისთვის, მეთვალყურეობის ქვეშ, საფუტკრესა და საწარმოს უთმობენ. ახალგაზრდა მეფუტკრეები ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ გარემოს დაცვას და ჯანსაღი ორგანული პროდუქციის წარმოებას. გვანცა საკუთარი ხელით ქარგავს დაფასოებული თაფლისთვის თავსახურის მოსართავებს, თაფლს მცირე რაოდენობით მაგრამ მაინც აგზავნიან ექსპორტზე გერმანიაში, ამრიკაში. აქვთ სასჩუქრე შეფუთვებიც. 2023 წელს ერთმა იტალიელმა ბიზნესმენმა, თაფლი თავად შეამოაწმა და მას მერე რაც დარწმუნდა რომ ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებდა, ჭაბუკიანების აკაციის თაფლი სრულად შეისყიდა. ერთია, როცა ახალგაზრდა ენერგიული ადამიანი ხარ და ოჯახის ტრადიციას თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აგრძელებ, მაგრამ გიგა მეცნიერულ ცოდნასაც ეუფლება, ის კვების ტექნოლოგია და სამაგისტრო ნაშრომიც „ფუტკრის მტვერის გამოყენება საკონდიტრო მრეწველობაში“ თემაზე დაიცვა. დღეს და ძმა ახალ ცოდნას ეუფლება, ეძებენ ლიტერატურას, გამოცდილ ადამინებს, სურთ სლოვენიაში გაიარონ ტრენინგები რომ აპითერაპიით მომსახურება შესთავაზონ ვიზიტორებს - აპითერაპიის „ქოხი“ აშენებული და მოწყობილი აქვთ, ახლა მხოლოდ ცოდნა სჭირდებათ.
საშუალოდ წლიურად 2 -2.5 ტონას აწარმოებენ. თაფლის შეძენა შესაძლებელია ადგილზე, ასევე შეკვეთით. ჭაბუკიანები უზრუნველყოფენ პროდუქტის ადგილზე მიწოდებას.
მის. სოფ დეხვირი, ცაგერი, ლეჩხუმი; მობ. (+995) 591 999 136; e-mail: Chabukianigvanca123@gmail.com