top of page

"თონე იანო" - თიკო ჯანელიძე

ტრადიციული სამზარეულო, მასტერკლასები

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

„თონე იანო“- რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანაში, საკუთარი სახლის ეზოში მდებარეობს. ის ამბროლაურის ცენტრიდან 7 კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო ამბროლაურის აეროპორტიდან მანძილი დაახლოებით 5 კმ-ია. ობიექტამდე მიდის კეთილმოწყობილი სამანქანო გზა.
ჩვენთან მოსულ სტუმრებს ვთავაზობთ თონის ლობიანის მასტერკლასებს, რაჭული ტრადიციული კერძების მომზადებასა და ღვინის დაყენების პროცესში ჩართულობას, სუფთა ჰაერზე, სრულიად ბუნებრივი გარემოში - შინაური ფრინველით ეზოში, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ვენახით, ბოსტნით და ოჯახში მოყვანილი სრულიად ნატურალური პროდუქტებით გამასპინძლებას. პარალელურად ქართული ტრადიციული ფოლკლორის და კულტურის გაცნობას. სტუმარს საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს ტრადიციული კერძების მომზადებაში, გამოაცხოს ტრადიციული წესით თონის ლობიანი, ბოსტანში თავის ხელით დაკრიფოს ნატურალური პროდუქტები, მონაწილეობა მიიღოს ღვინის დაწურვაში სეზონის შესაბამისად და ასევე დააგემოვნოს უკვე დაწურული ღვინოები. სურვილის შემთხვევაში გაეცნოს ტრადიციულ ფოლკლორს, ჩვენივე შესრულებით, დატკბეს არაჩვეულებრივი ხედებით და დაისვენოს სუფთა ჰაერზე. ჩვენ გამოვირჩევით იმით, რომ მსგავსი კომპლექსური მომსახურეობა ჩვენს რეგიონში არ არსებობს
იდეა და სურვილი ამ ყველაფრის გაკეთების წამოვიდა ხალხიდან. ოჯახის დედა არის ამ საქმის პროფესიონალი: როდესაც რაიონში და მის ფარგლებს გარეთაც რაიმე ღონისძიება იგეგმება, დედას სთხოვენ რომ ჩაატაროს მასტერკლასები თონეში ცხობაზე. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ მოგვეწყო ტურისტული ობიექტი სახლში, რადგან ეს პოტენციალი ნამდვილად გაგვაჩნდა. ხალხი გვეუბნებოდა - ყველაფერი ნატურალური გაქვთ, თქვენი ეზოსი, მზარეულიც არაჩვეულებრივიო და რატომაც არა ? ვცადეთ და ძალიან კმაყოფილი ვართ ამ ეტაპისათვის. ჩვენთან ბევრი სტუმარი მოდის და რაც მთავარია ყველანი კმაყოფილები და აღფრთოვანებულები მიდიან .
„თონე იანო“-ში სტუმრობა უმჯობესია გაზაფხულ-შემოდგომის პერიოდში, რადგან მომსახურება ღია სივრცეში ხდება.

მის.: სოფ. ბოსტანა, ამბროლაური, რაჭა; მობ. (+995) 599 903 818; e-mail: janeljanelkeke@gmail.com

bottom of page