top of page

"ლეანკა"

ყველი

კახეთი

კახეთი

კომპანიის ხელმძღვანელი ქეთევან ჩალახეშაშვილი მუშაობდა სკოლაში, გეოგრაფიის მასწავლებლად. მის მეუღლე იყო მცირე ფერმერი და ურთიერთობა ჰქონდა სხვა ფერმერებთან. წლების განმავლობაში ოჯახში მზაადებოდა ყველი ე.წ. „კუსტარული მეთოდით“. ქეთევანის მეუღლე მუდმივად საუბრობდა იმაზე, რომ ნედლეულის მოძიება პრობლემა არ იყო, თუმცა ერიდებოდა ბიზნესის გაფართოებას. როცა ქეთევანმა დაინახა, რომ საქმე შეიძლებოდა მომგებიანი ყოფილიყო, გადაწყვიტა მისი პროფესიონალურად შესწავლა. იგი გახდა საქართველოს რძის ასოციაციის წევრი, დაიწყო განათლების მიღება, ესწრებოდა ტრენგებს, დაიწყო სახელმწიფო რეგულაციების შესრულებაზე ზრუნვა, სერტიფიკატების მოპოვების პროცედურები, საწარმოს გაფართოება, ნედლეულის ადგილობრივ მიმწოდებლებთან მოლაპარაკებები და ხელშეკრულებების გაფორმება. ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია - დღეს ქეთევანს მინიჭებული აქვს „ყველის კეთების ოსტატის წოდება“, კომპანია ფლობს „მუდმივი აღიარების კოდსა“ და HACCP სტანდარტს.

ქეთევანი: ჩემი მეუღლის წარმოება, პრაქტიკულად იყო არალეგალური, რისთვისაც იგი დაჯარიმდა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გადავწყვიტე დამეარსებინა კომპანია და თავად ჩავდგომოდი სათავეში. ჩემი მიზნის მიღწევაში უზარმაზარი როლი ითამაშა ასოციაციის წვერობამ, კერძოდ ბატონმა გივი ბასილაძემ, ზურა პაპიაშვილმა და ასოციაციის პრეზიდენტმა კახა კონიაშვილმა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. დღეისათვის უკვე მაქვს საკუთარი ლაბორატორია ნედლეულის ხარისხის შესამოწმებლად, ჩემი საწარმო აკმაყოფილებს გარემოსდაცვით მოთხოვნებს, პროდუქცია მზადდება 100% ნატულარული რძისგან. ნედლეულის მიღება ხდება ყოველღიურად: აქტიურ პერიოდში დღეში ხდება 8ტ. რძის გადამუშავება, ხოლო პასიურ პერიოდში 2,5-3ტ.

სერტიფიცირებული პროდუქტი: იმერული ყველი, სულგუნი, შებოლილი სულგუნი და ნადუღი.
ნედლეული: დედოფლისწყაროს სოფლების ფერმერებისგან მიღებული ნატურალური რძე.
მზა პროდუქტის მოცულობა: პოლიეთილენში შეფუთული 1-1.3კგ თავები, დღეში საშუალოდ ყველა სახის პროდუქტი ერთად 600 კგ.
სეზონურობა: აპრილი-აგვისტო აქტიური პერიოდი დღეში 800კგ. პროდუქცია. სექტემბერი-მარტი პასიური პერიოდი დღეში დაახლოებით 300კგ პროდუქცია
მიწოდება: მეწარმე უზრუნველყოფს მიწოდებას.

შპს ლეანკა - ქეთი ჩალახეშაშვილი მის.: დედოფლისწყარო, ჰერეთის მე-2 შესახვევი N6; მობ.: +995 555 511 969; e-mail: ketevanchalaxeshashvili@yahoo.com

bottom of page