"მწვანე ტბა"
კალმახი
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

საკალმახე მეურნეობა - კახა (ბახვა) გასვიანი
„მწვანე ტბა“
იქ სადაც დღეს ეს საოცარი ადგილი „მწვანე ტბა“ მდებარეობს იყო გაუვალი ტყე და ჭაობი. თევზაობის დიდმა სიყვარულმა და გონებაში დახატულმა ამ ადგილის პოტენციალმა, კახას დაუოკებელი სურვილი გაუჩინა ეს ადგილი საკლმახე მეურნეობად. ექცია. თავიდან პატარა ქოხი ცადგა, საკუთარი ხელით დინამოზე ააწყო დენის წყარო, მოაწყო პატარ გუბე საკალმახედ 3000-500 ცალი ლიფსიტა მოიყვანა, მაგრამ დაეხოცა. ბევრი იწვალა, იშრომა, იყო უიმედობის პერიოდებიც, მაგრამ სურვილი და ის პეიზაჟი, რომელსაც საკუთარ გონებაში ხედავდა, მალევე უკუაგდებდა პესიმიზმს და კვლავ ახალი ენერგიითა და შთაგონებით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვებოდა მიზნისკენ მიმავალ რთულ გზას. ეს საქმიანობა 2005 წელს დაიწყო, იმ დროს არც ინტერნეტთად წვდომა იყო ხელმისაწვდომი და არც, ცოდნის მიღება. სხვადსხვა გზებით კახამ მოახერხა და საფუძვლიანად შეისწავლა კალმახის მოშენება. მუდმივ ძიებაში, ექსპერიმენტებსა და დაკვირვევებში თანდათან იზრდებოდა მისი გამოცდილება. დღეს უკვე თავად გამოჰყავს ლიფსიტები, აწარმოებს თევზებისთვის ეკოლოგიურად სუფთა საკვებს. საბოლოო მიზანი ბიო-თევზის წარმოებაა და დღეს მთელს ძალისხმევას ბიო-აკვამეურნეობაზე გადასვლას ახმარს. ის ფაქტი რომ კალმახი ბუნებრივ გარემოში, მთის წყალში ბინადრობს, იცავს მას სხვადსხვა დაავადებებისგან, წყლის ტემპერატურა ზამთარ-ზაფულ 9 გრადუსია, შესაბამისად რაიმე დამატებითი სამკრუნალო საშუალებების გამოყენების აუცილებლობას არ საჭიროებს. ესეც ხელს უწყობს ბიომეურნეობაზე გადასვლას. „მწვანე ტბაზე“ მხოლოდ თევზებისთვის არ არის უნიკალური გარემო, აქ ტურისტისაც უნიკალური შესაძლებლობები დახვდება: 32 ადამინის ერთდროული განთავსებისთვის ორი კეთილმოწყობილი კოტეჯი, კვების ობიექტი, სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზება: ქორწილები, დაბადების დღეები, კორპორატიული შეკრებები, ტბაზე წყლის ველოსიპედებითა და ნავით გასეირნება, თევზაობა, ლაშქრობა ჯვარის, ასხის, უწყაროს მთებზე, საცხენოსნო ტურები სერტიფიცირებული გიდების თანხლებით.
საშუალოდ წელიწადში 15-20 ტონა თევზი იწარმოება. სრულად მოწყობილია 11 ტბა; ტევზის წარმოება შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში, რეალიზაცია ხდება შეკვეთით და/ან დისტიბუტორების მეშვეობით. ტურისტული მომსახურება შეზღუდულია ზამთრის პერიოდში.
მის. სოფ. ქულბაქი, ცაგერი, ლეჩხუმი; მობ. (+995) 551 687 268; e-mail: kulbakimcvanetba@gmail.com