"ნასრაშვილების მარანი"
ღვინო
კახეთი

ბექამ ბავშვობა სოფ. მაჩხაანში გაატარა. მის პაპებს კარგად გამართული მარნები ჰქონიათ და ღვინოს ტრადიციული კახური მეთოდით - ქვევრებში აყენებდნენ, რაშიც პატარა ბექაც ეხმარებოდა. სწორედ აქედან დიწყო მისი სიყვარული ამ უძველესი საქმიანობის მიმართ. 2016 წელს გადაწყვიტა მეღვინეობის პროფესიულ დონეზე შესწავლა და ოჯახის საქმიანობის ბიზნესად ქცევა. 2018 წელს ENPARD სოფლის პროგრამით - „სამოქალაქო ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისათვის“, მოიპოვა გრანტი და დაიწყო მარნის მშენებლობა. სწორედ ამ წლიდან იწყებს იგი დამოუკიდებელ მეღვინედ საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ ბექა ტრადიციული მეღვინეების შთამომავალია, საკუთარი პროფესიონალიზმით გარანტირებული არ ერიდებოდა ახალი გემოების ძიებას. ამ საქმეს იგი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და ფაქიზად ეკიდებოდა. სწორედ ამ ძიების შედეგად არის შექმნილი ღვინო „შავი მუსკატი“, რომელიც მუსკატის, თავკვერისა და საფერავის კუპაჟია. ეს ღვინო იმითაცაა გამორჩეული, რომ პრაქტიკულად უნიკალურია, მუსკატის ჯიშის ყურძნისგან ღვინოების ჩამოსხმის ტრადიცია არა თუ კახეთში, საქართველოშიც არ არსებობს.
საინტერესოა ღვინო „Cuvee”, რომელიც ბექას სიამაყეა და თვლის რომ მართლაც უნიკალურ და გამორჩეულ გემოთშეხამებას მიაგნო.
დღეისთვის „ნასრაშვილების მარანი“ ახორციელებს, როგორც პროდუქციის რელიზაციას, ასევე მზადაა ღვინის ტურიზმით დაინტერესებული ვიზიტორების მისაღებად.
სერტიფიცირებული პროდუქტი: ღვინო „შავი მუსკატი“, მშრალი, ალკოჰოლი - 13 0, შემადგენლობა - შავი მუსკატი, თავკვერი, საფერავი;
ნედლეული: ვენახები სოფ. ხირსა (სიღნაღის მუნიციპალიტეტი) და სოფ. ფიროსმანი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) საშუალოდ 7-8 ტონა ყურძენი;
მზა პროდუქტის მოცულობა: 0,75ლ. მინის 2000-2500 ბოთლი;
სეზონურობა: ღვინო დეფიციტშია თებერვალი-ივლისის პერიოდში;
მიწოდება: მეწარმე უზრუნველყოფს მიწოდებას.
მის.: დედოფლისწყარო, ჰამლეტ გონაშვილის ქ. N11; მობ.: +995 555 225 507; e-mail: bekanasrashvili@gmail.com FB: https://www.facebook.com/NasrashviliWinery