top of page

"რუსა ქმნის თქვენთვის"

ტრადიციული ხელობა

კახეთი

კახეთი

რუსუდანს ბავშვობიდან იტაცებდა ხელსაქმე, აჭარელი ბებია ქსოვდა ჭერლ-ჭრელ წინდებს ძველი ქართული ორნამენტებით და ქსოვა რუსუდანსაც ასწავლა. შემდეგ თავად ისწავლა ქარგვა და დაეუფლა მის სხვადასხვა ტექნოლოგიას. მუდმივად ცდილობდა გაცნობოდა ტრადიციული ხელსაქმის სხვადასხვა სახეობებს, თუმცა ოსტატობის შესწავლა თავად უხდებოდა - არავინ იყო ვინც, თუნდაც, მიმართულებას მისცემდა ახალი საქმის წამოწყებაში. ასე მოხდა თექის დამხადების ტექნოლოგიის შესწავლისასაც. სოფ. ნუკრიანში გაიხსნა „კავკასიური სახლი“, სადაც თექის დამზადების ტექნოლოგიას ასწავლიდნენ. ძალიან დიდი სურვილის მიუხედავად, დედამთილმა კურსებზე სიარულის საშუალება არ მისცა, მეტიც თავად დედამთილმა დაიწყო სიარული. როცა რუსუდანმა სთხოვა, მისთვისაც ესწავლებინა პასუხი იყო მკაცრი - „არ მაქვს შენი გასაფუჭებელი მატყლიო“. სიბრაზემ, წყენამ და რაც მთავარია დიდმა ინტერესმა და სურვილმა უბიძგა რუსუდანს თავად შეესწავლა თექაზე მუშაობა. ორი პატარას დედას დღის განმავლობაში ერთი წუთით არ ჰქონდა მოცლა და მხოლოდ ღამით ცდილობდა თავად მიეგნო თექის დამუშავების საიდუმლოსთვის. თხოვნის მიუხედავად, დახმარების ხელი არავინ გაუწოდა, არავინ ასწავლა, არც ინტერნეტი ჰქონდა და არც რაიმე სპეციფიური ლიტერატურა. უამრავი მატყლის გაფუჭების, დაუღალავი შრომისა და შეუპოვარი მიზანდასახულობის შედეგად მიაგნო თექის საიდუმლოს და ახლა უკვე, სანთლის შუქზე, ქმნიდა თავის ფერად სამყაროს. დღეისათვის რუსუდანს აქვს საკუთარი სახელოსნო, ჰყავს ბიზნეს-პარტნიორი ამერიკაში, ქმნის ახალ-ახალ მოდელებს და მოხალისეობრივად საკუთარ გამოცდილებას უზიარებს ნებისმიერ მსურველს. დასაქმებული ჰყავს სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები. რუსუდანი კვლავ აგრძელებს ძიებასა და ექსპერიმენტებს და თვლის, რომ მიაგნო საქმეს, რომელმაც მარავლფეროვნება შემოიტანა მის ცხოვრებაში.

სერტიფიცირებული პროდუქტი: თექის პროდუქცია
ნედლეული: ადგილობრივი ნატურალური მატყლი, არატოკსიური ხელოვნური საღებავები აწარმის შიგნითა ფენა ყოველთვის შეუღებავია.
მზა პროდუქტის მოცულობა: დამოკიდებულია სეკვეთების რაოდენობაზე
სეზონურობა: მთელი წლის განმავლობაში; მიწოდება: მოლაპარაკების საგანია

მის.: ლაგოდეხი, სოფ. ჰერეთისკარი; მობ.: +995 571 004 194 e-mail: rusudanidumbadze@gmail.com FB: https://www.facebook.com/russamakesforyou

bottom of page