top of page

"ფესვები"

ტრადიციული ხელობა

კახეთი

კახეთი

არტ-სტუდიო „ფესვები“ ქართული ტრადიციული რეწვის (ქსოვა) ბრენდია, რომელიც ერთადერთი სახელოსნოა საქართველოში ბუნებრივი საღებავებით ღებვის გამოცდილებით. „ფესვების“ ყველა პროდუქცია ხელნაკეთია, რაც მის ავთენტურობასა და უნიკალურობას მკაფიო ხაზს უსვამს. სიტყვა ფესვები, ჩანასახშივე მოიაზრებს სიძველეს, რომელიც ყოველ სეზონზე ახალ-ახალ ფოთლებს ისხამს და გარემოს ახასხასებს. სწორედ ასეთია „ფესვები“ - ეფუძნება რა ძველი ქართული რეწვის ტრადიციებს, კულტურული მემკვიდრეობის გადამრჩენელი და შემანარჩუნებელია, რომელიც ამავდროულად არ უშინდება სიახლეებსა და ექსპერიმენტებს. „ფესვებს“ სჯერა, რომ ყველა ტიპის სიძველე დასაფასებელი და პატივსაცემია, თუმცა აუცილებელი არაა ამ სიძველის ჩარჩოებში მოქცევა. სიძველეში მცირე სიახლის შეტანაც კი, რაღაც სრულიად ახალსა და განსაკუთრებულს ქმნის. ფესვების რწმენით, უმნიშვნელოვანესია გარემო, სადაც კონკრეტული პროდუქცია მზადდება. მისთვის მუშაობის პროცესი, ოსტატების საქმეში ჩართულობა და ის ბუნება, რომელიც ქმნის პროდუქციის უნიკალურ ფერებს, შედეგზე მეტად მნიშვნელოვანია. „ფესვები“ ამაყად აცხადებს, რომ ქიზიყი და მისი ბუნებაა ის, რის გარეშეც ამ ვიზუალური შედეგის მიღება შეუძლებელი იქნებოდა. „ფესვების“ პროდუქცია მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენონ უნიკალური ქართული პროდუქცია და ამით გამოხატონ საკუთარი ინდივიდუალიზმი და განსაკუთრებული სტილი. ფესვების პროდუქტის ტარებისას, მომხმარებელი ხდება მოსიარულე მუზეუმი და ყოვედღიურად ავრცელებს ქართული ტრადიციული მრეწველობის საუკეთესო ნიმუშებს. უცხოელი მომხმარებლები პროდუქტის დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე, მეტად აღიქვამენ მის ხარისხსა და მნიშვნელოვნებას. მეტ ყურადღებას აქცევენ იმას, რომ პროდუქტი სრულებით ორგანული მასალებით არის დამზადებული. გარდა ამისა, მათთვის ასეთი ნივთის ქონა ერთგვარი ეგზოტიკაა. როდესაც „ფესვების“ ნივთი სხვა ქვეყანაში მოგზაურობს, მას მთელი ქართული ტრადიციული რეწვის სიამაყე თან მიჰყვება. არტ-სტუდიო „ფესვები ეს არის: თავდაჯერებული, ექსპერიმენტატორი, თანამედრვე, ტრადიციული, ზომიერად ამაყი, ქვეყნის საამაყო წარმომადგენელი უცხოეთში, ლაღი, მეგობრული, სიფერადის მოყვარული, გარემოს დამცველი და ეკომეგობრული ბრენდი, რომელსაც სჯერა, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია…

სერტიფიცირებული პროდუქტი: ბუნებრივი საღებავებით ღებვის ტექნოლოგია, ფარდაგები, ჩანთები, ინტერიერის აქსესუარები; ნედლეული: ადგილობრივი ნატურალურალური მატყლისგან მიღებული შალის ძაფი, რომელიც შეღებილია დედოფლისწყაროს ფლორაში მოძიებული ბუნებრივი საღებავებით; მზა პროდუქტის მოცულობა: პროდუქცია მზადდება როგორც ინდივიდუალური შეკვეთით, ასევე შესაძლებელია მზა პროდუქციის შეძენა, თითეული პროდუქტი არის უნიკალური და განუმეორებელი სეზონურობა: მთელი წლის განმავლობაში.

მის.: დედოფლისწყარო, 9 ძმის ქუჩა N18; მობ.: +995 599 121 037 / +995 599 565 136; e-mail: ninobakhuta1@gmail.com FB: https://www.facebook.com/ninibax

bottom of page