"ჭრელა"
ყველი
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

ყველი - ნუნუ ახვლედიანი
კოოპერატივი „ ჭრელა“
ყველაფერი წმ. მაქსიმეს სახ. მონასტრიდან დაიწყო. მონასტრის იღუმენს, მამა ცოტნეს, კავშირი ჰქონდა ბატონ ზურაბ პაპიაშვილთან - რძის პროდუქტების წარმოების საუკეთესო სპეციალისტთან. ბატონი ზურაბი ესტუმრა ლეჩხუმს და გულდაწყვეტილმა აღნიშნა, რომ ამ მხარეში რძის გადამამუშავებელი არცერთი ობიექტი არ იყო. მან სოფლის მოსახელობას შეთავაზა დახმარება, თუ კი მათ სურვილი გაუჩნდებოდათ მსგავსი საწარმო საკუთარი სოფლის ტერიტორიაზე აემოქმედებინათ. სოფელი უმეტესად მესაქონლეობას მისდევდა, ყველანაირი წინაპირობა ჰქონდათ და რამდენიმე ადამინმა გადაწყვიტა დაეწყოთ ყველის წარმოება. 2017 წელს სოფლის ქალები ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ და შექმნეს კოოპერატივი „ჭრელა 2017“
კოოპერატივი „ჭრელა 2017“ ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლასურიანში მდებარეობს. მის მფლობელობაშია, როგორც მესაქონლეობის ფერმა, 242 ფურით, ასევე რძის გადამამუშავებელი საწარმო 2-3 ტონამდე წარმადობით და ცხოველების გამოსაკვებად 412 ჰა სათიბ-საძოვარი მიწა 25 წლიანი იჯარით. კოოპერატივი საძოვრებსა და სათიბებს ამუშავებს საკუთარი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით. საწარმოში დანერგილია HACCP სტანდარტი, აქვთ საკუთარი ლაბორატორია, მუდმივად ფიქრობენ პროდუქციის მრავაფეროვნების გაზრდაზე.
კოოპერატივი ტრადიციულ იმერულ ყველთან და სულგუნთან ერთად, არტიზანულ ყველს აწარმოებს. არტიზანულ ყველს საკუთარი, უნიკალური ტექნოლოგიური რეცეპტით ამზადებს და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს, როგორც საქართველოში მცხოვრებ გურმანებში, ასევე შორეული ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებში - ყველის მოყვარულებში. „ჭრელას“ არტიზანული ყველის საიდუმლო ლეჩხუმური სანებლების ნაზავშია, რაც მას პიკანტურ გემოს სძენს.
დასაწყისში კოოპერატივი საოჯახო პირობებში მუშაობდა და ვერ აწარმოებდა იმ რაოდენობის ყველს, რისი მოთხოვნაც რაიონში არსებობდა. შემდეგ, ENPARD-ის პროექტის ფარგლებში კოოპერატივ „ჭრელა 2017“-ს რძის გადამამუშავებელი ხაზი გადაეცა. ხოლო ქარხნის აშენება კოოპერატივმა საკუთარი თანადაფინანსებით მოახერხა. ქარხანა სურსათის უვნებლობის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. საკუთარი ფერმის ნედლეულის გარდა, კოოპერატივს უფლება აქვს გადამუშავებული რძის 30% მოსახლეობისგან ჩაიბაროს, ეს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვისაც დიდი შვებაა და წარმოების გაზრდის საშუალებასაც იძლევა.
ნუნუ ახვლედიანი კოოპერატივის სული და გულია. ყველა პროგრამა თუ პროექტი, რაშიც კოოპერატივს მიუღია მონაწილეობა ქალბატონი ნუნუს მოძიებულია. პროექტებსაც ის წერს და სხვებსაც უკვალავს გზას. მუშაობით, ყველა მუხლჩაუხრელად მუშაობს, თუმცა საწარმოში ნედლეულის, წარმოების ხარისხზე და სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებელი ნუნუა. ზოგჯერ იტყვის - რთული და შრომატევადი საქმეაო, მაგრამ ისიც ახარებს, რომ ყველა ერთად შრომობს, სხვებსაც უჩნდებათ სურვილი გაერთიანდნენ კოოპერატივში. ყველაზე მეტად კი ის ახარებს რომ საკუთარი სოფლის ქალებმა საკუთარი საქმე იპოვნეს.
საწარმო პროდუქციას ამზადებს წინასწარი შეკვეთით. ზამთრის სეზონზე შესაძლებელია დღეში საშუალოდ 500 ლიტრი რძის გადამუშავება. შეკვეთისთვის მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს კოოპერატივს. რეალიზაცია ხდება დისტრიბუტორების მეშევეობით.
მის. სოფ ლასურიაში, ცაგერი, ლეჩხუმი; მობ. (+995) ; e-mail: