top of page

ანდრია მუკბანიანი

ტრადიციული ხელობა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

ლენტეხიდან უშგულისკენ მიმავალ მოგზაურებს, ვურჩევთ შეიარონ ჩოლურის თემის სოფ. თეკალში. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ახალგაზრდა, ნიჭიერი ანრი მუკბანიანი წინაპრებისგან დატოვებული და მის მიერვე მოკვლეული ცნობების საფუძველზე ხისგან ამზადებს უნიკალურ ტრადიციულ სვანურ მუსიკალურ საკრავებს, ავეჯსა და სხვადასხვა დანიშნულების სვანურ საყოფაცხოვრებო ნივთებს. ანრიმ დაამთავრა სამხატვრო აკადემია, მაგრამ სვანეთისა და საკუთარი ეზო-კარის უზომო სიყვარულმა კვლავ თავის ფესვებთან დააბრუნა. მისი ოჯახი და წინაპრები განთქმულები იყვნენ სვანური საკრავების დამზადებითა და სვანური სიმღერის უბადლო შესრულებით. ანრი ბავშვობიდანვე ეზიარა ხის ოსტატობისა და გამორჩეული სვანური ფოლკლორის საიდუმლოს. მამა, ვახტანგ მუკბანიანი, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის სოლისტი, ქვემო სვანეთში დღესაც ითვლება „სვანური ზარის“ გამორჩეულ შეიძლება ითქვას ერთადერთ შემსრულებლად.
„ჭუნირი“ ერთერთ არქაულ ხემიან საკრავად ითვლება ქართულ ინსტუმენტარიუმში და ის დღემდე მხოლოდ მთის ხალხმა, განსაკუთრებით სვანეთმა შემოინახა. მას უფრო სევდიან საკრავად მიიჩნევენ და როგორც წესი ძველი სვანები მწუხარების ჟამს, გარდაცვლისთვის პატივის მიგების რიტუალის დროს იყენებდნენ. „ჭუნირს“ სამი სიმი აქვს და მას ხშირად „ჩანგთან“ ერთად იყენებენ, რომელიც დღეს მხოლოდ სვანეთშია შემორჩენილი. ანრი სწორედ ამ ორი ინსტრუმენტის სიცოცხლის გახანგრძლივებას ცდილობს. არ აკმაყოფილებს ის რაც ოჯახში ისწავლა, წინაპრებისგან გადმოცემით გაიგო. ოგო მუდმივად კვლევაშია, ესაუბრება და ეკითხება სვანეთის უხუცეს მცხოვრებლებს, სტუმრობს მუზეუმებს, ფოლკლორისტებს, სპეციალისტებ, რომ უფრო მეტი შეიტყოს ამ ინსტრუმენტების პირველყოფილ თავისებურებებზე, მასალებზე, დამზადების ტექნოლოგიაზე, როემლიც კვლავ მხოლოდ ხელით სრულდება. არც სვანურ ორნამენტით შემკულ ავეჯსა და უძველეს საყოფაცხოვრებო ნივთებს ივიწყებს. თავის სახელოსნოში თითქოს დროის გვირაბი აქვს მოწყობილი, რომლითაც ყოველდღიურად უკავშირდება უძველეს ოსტატებს, რჩევებ ეკითხება და შემდეგ ცდილობს გაიმეოროს საუკუნეების წინანდელი ტექნიკა - ცხენის ძუის გამორჩევა, გამოგრეხვა სიმებისთვის, ხის ფირფიტის მოხარშვა და მორკალვა, ტყავის დამუშავება და ციკნის ნაწლავისგან სიმების დამზადების ტექნოლოგია. ერთხელ უცუხესი ოსტატისთვის უთქვამს კარგი ხელი მაქვსო, ოსტატს გასცინებია - ძველი საკრავის დამზადებას ნახევრად კარგი ხელი და ძალიან კარგი ყური სჭირდებაო;
ნამუშევრების შეძენა შესაძლებელია ადგილზე, ასევე შეკვეთით. ანრი ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს წინასწარ განსაზღვრული საფასურის გათვალისწინებით.
ანრის სახელოსნოს მონახულება დაუვიწყარ შტაბეჭდილებას დატოვებს მნახველზე, განსაკუთრებით მათთზე ვისაც უძველესი ხალხების კულტურა და რიტუალები აინტერესებთ.

მის. სოფელი თეკალი, ლენტეხი, ქვემო სვანეთი; მობ.: (+995) 599 125 700; e-mail: andro24mukbaniani@gmail.com

bottom of page