ბიჭიკო ჩხაიძე
ტრადიციული ხელობა
გურია

ქვევრი
სოფელი აცანა, სადაც ბიჭიკო ჩხაიძე ცხოვრობს და საკუთარ საქმიანობას ეწევა, ოდითგანვე ცნობილი იყო თიხის ოსტატებით. ბიჭიკოს მამაც ამ ხელობას მისდევდა. საოცრად ნიჭიერი კაცი ყოფილა, გარდა თიხის ოსტატობისა, მუშაობდა ხეზე, იყო კარგი დურგალი და მშენებელი. ერთადეღტ ვაჯს, ბიჭიკოს გვერდიდან არ იცილებდა, ასწავლიდა ყველაფერს, იმ იმედით, რომ რომელიმე ხელობა აუცილებლად გამოადგებოდა. სტუდენტობის მერე 14 წლის განმავლობაში ბიჭიკო თბილისში ცხოვრობდა და მხოლოდ 2010 წელს სოფლეში დაბრუნებულმა. მამასთან ერთად დაიწყო უკვე გაქრობის ზღვარზე მყოფი ხელობა. თუ მამას ერთი სეხედვით შეეძლო ნებისმიერი ნივთის ანალოგის დამზადება, ბიჭიკოს ამის უნარი არ ჰქონდა. მას სჭირდებოდა ნახაზის შედგენა, ზომების დაზუსტება და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა მუშაობას. თიხის ამოცნობასაც ცოდნა სჭირდებოდა. თიხა სოკოსავითაა - თუ ერთი „მოწამლული“ შეერია მასალას, შეიძლებოდა მთელი ნაშრომი წყალში ჩაჰყროდა. ამ პერიოდში მთელს სოფლეში მხოლოდ ორი ოსტატიღა შემორჩენილიყო. ბიჭიკოს მამა და ერთი მეზობლის ბერიკაცი. გურული მეღვინეობით დაინტერესების ზრდის პარალელურად იზრდებოდა მოთხოვნა ტრადიციულ გურულ ჭურებზე. ბიჭიკომ მიიღო გადაწყვეტილება ეს საქმიანობა ოჯახურ ბიზნესად ექცია. ნედლეულს (თიხას) სოფ. აკეთის „საკრამიტეს“ სახელით ცნობილ კარიერზე მოიპოვებს. შეიძლება ითქვას, რომ ის ერთადერთია ვინც თიხის ამოცნობა იცის. მიუხედავა იმისა, რომ ეს საქმიანობა ძალიან შრომატევადი და დამღლელია, ძერწვის პროცესში, როდესაც ხედავ როგორ ემატება რგოლს რგოლი, მეტი ენერგია ეძლევა. დასრულების შემდეგ იწყება საკუთარი ხელით აშენებეულ ღუმელში თიხის გამოწვის პროცესი. ეს კიდევ მეორე მძიმე და სანერვიულო ეტაპია - არასდროს იცის მტელს გამოიტანს თუ არა ღუმელიდან ნაკეთობას. წარმოუდგენელია ის სიხარული, როცა 2-3 დღე-ღამის გამოუძინებელს, საკუთარი ნაკეთობები: ჭურები, ქვევრები, თონის თავები, ქოთნები, ღუმელიდან გამტკიცებული და უვნებელი გამოაქვს. ბიჭიკოსთვის ეს საქმიანობა მხოლოდ ბიზნესი არ არის, ის თითქოს წინაპრებთან აკავშირებს და ეამაყება, რომ ტრადიციული გურული ხელობის ერთადერთი ოსტატია, რომელიც ინარჩუნებს და აცოცხლებს თიხის ამ უძველეს საიდუმლოს. დღეს ბიჭიკო აწარმოებს სხვადსხვა მოცულობის ქვევრებს, ჭურებს, ქოთნებს, თონის თავებს. მიზნად აქვს ასორტიმენტის გაფართოება და გამარავლფეროვნება.
ტექნოლოგიიდან გამომდინარე, წარმოებისთვის საუკეთესო პერიოდია მაისი-ოქტომბერი. ჭურჭლის მაქსიმალური მოცულობაა 1000 ლიტრი. შეძენა: დამზადება ხდება შეკვეთით. მოლაპარაკებით შესაძლებელია მზა პროდუქციის ადგილზე მიწოდება.
მის: ლანჩხუთი, სოფ. აცანა; მობ: +995 598 105 009; e-mail: bichiko.chkhaidze4@gmail.com