top of page

გოგი მარგველიძის მარანი

ღვინო

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

„მარგველიძის მეღვინეობა“
რაჭული ეთნოგრაფიითა და ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში შესანიშნავი გამოცდილება ელოდებათ „მარგველიძის მეღვინეობაში“, რომელიც მოიცავს ორსაუკუნოვან მარანს და 1925 წელს აშენებულ სახლს, სადაც დღეს გესთჰაუსის ტიპის სასტუმროა მოწყობილი. აქ მოსულ სტუმრებს ეთნო გარემოში შეუძლიათ ადგილობრივი ღვინის დაგემოვნება გემრიელ რაჭულ კერძებთან ერთად. ასევე სახლში დამზადებული სანოვაგის (ჩირეული, მურაბები, ტყლაპი, რაჭული ლორი) ადგილზე შეძენა.
მარგველიძის ოჯახური მეღვინეობა სათავეს იღებს XIX საუკუნიდან. თაობათა ტრადიციულ საქმიანობას წორედ მეღვინეობა წარმოადგენდა, რომელმაც ბიზნესის სახე 2014 წელს მიიღო და დღეს, 7 ნომრიან გესთჰაუსთან ერთად, სეზონურად მასპინძლობს ქართველ და უცხოელ ტურისტებს ამერიკიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. მარანი და ტრადიციული რაჭული სახლი დღევანდელი სახით წარმოადგენს ძველი და ახალი სტილის სინთეზს, რომელიც ოჯახის მეშვიდე თაობის წყალობით იდეალურად ერწყმის ერთმანეთს, სტუმარს უყვება რეგიონის ისტორიას და წარმოაჩენს სხვადასხვა ეპოქას ერთი ოჯახის სახით.
მარანში მისასვლელად დაგჭირდებათ მისი მოძებნა Google Map -ში, როგორც „მარგველიძის მეღვინეობა/ Margvelidze Winery”, ღვინისა და რაჭული უგემრიელესი ვახშმის დასაგემოვნებლად კი შეგიძლიათ წინასწარ დაუკავშირდეთ და მისცეთ შეკვეთა. დღეს ბიზნესს ბაბუსთან ერთად უძღვება მარიამი, რომელიც სტუმრობისას გაგიწევთ ინგლისურენოვან გიდობას და დეტალურად გაგაცნობთ ოჯახის და მათი ტრადიციული საქმიანობის მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიას.

მის. სოფ. სადმელი, ამბროლაური, რაჭა, მობ.: (+995) 598 382 681; e-mail: margvelidzemariam4@gmail.com

bottom of page