top of page

თამარ ხომასურიძე

თაფლი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

ის რომ ზემო რაჭაში მეფუტკრეობა და თაფლის წარმოება სოფლის მეურნეობის ტრაციდული მიმართულებაა ყველამ იცის, მაგრამ მეფუტკირსა და ფუტკრის თანაცხოვრება დიდ საიდუმლოს ინახავს, რომლის ჩაწვდომის გარეშეც შეუძლებელია ბუნებისგან ნაბოძები ამ საოცრების სრულად აღქმა. სწორედ ასეთი მეფუტკრეა თამარი. ხანგრძლივი ძიების შემდეგ დღეს ფუტკარი დაბინავებული ჰყავს სოფ. ქრსიტესის მთებში, ეკოლოგიურად სრულიად უსაფრთხო გარემოში, იზოლირებული სხვა მეფუტკრეებისგან, ბიომრავაფეროვნებით მდიდარ გარემოში, რაც „ქრისტესის თაფლს“ გამოარჩევს საუკეთესო გემოვნური თვისებებით.
როგორც წესი მომხმარებელი ყიდულობს დაფასოებულ პროდუქტს, აფასებს მის გემოვნურ თვისებებს, ფერს, სუნს, ტექსტურას და არაფერი იცის იმ ადგილზე სადაც ფუტკრები და მეფუტკრე ფუსფუსებენ. „ქრისტესის თაფლი“ ის გამონაკლისია, რომელიც დამგემოვნებელს აუცილებად მოუყვება ოქროსფერ მზის სხივებში ჩაფლული სკების ამბავს, გაუზიარებს გარემოს მშვენიერებას, მისტიურ სურნელსა და მეფუტკრის შრომის ძალას.
გირჩევთ, გაიცნოთ თამარი, მოინახულოთ ეს ღვთიური ადგილი, ისე რომ არ დაარღვიოთ ფუტკრების სიმყუდროვე, დააგემოვნოთ და შეიძინოთ „ქრისტესის თაფლი“.
თაფლის საშუალო წლიური მოსავალი არის 1000 კგ და მისი შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ადგილზე ონი, სოფ. კომანდელი; თბილისი, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ.
თაფლი დაფასოებულია სხვადასხვა მოცულობის მინის ქილებში. შეკვეთის შემთხვევაში შესაძლებელია ადგილზე მიწოდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

მის. ონის სოფ კომანდელი;
მობ. (+995) 598 913 089;
e-mail: tamar.kh10@gmail.com

bottom of page