ლენტეხის მთის სასტუმრო
სასტუმრო
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

ლენტეხის მთის სასტუმრო „Lentekhi Mountain inn”
ქვემო სვანეთში, ლენტეხში მიმავალი სტუმრების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს ცხენის წლიყ მარცხნივ, მაღლა მთაში, ნაძვნარში აშენებული თანამედროვე კოტეჯი. თითქოს დღევანდელი ტენდენციისგან არაფრით გამორჩეული, მაგრამ როგორც კი „ლენტეხის მთის სასტუმროს“ ესტუმრებით, მიხვდებით, რომ აქ სვანურ სტუმართმასპინძლობასთან შეზავებულ მეგრულ „შენ შემოგევლე“-ს („სქან-გოლუაფირო“), გაცილებით მეტი კავშირი აქვს ადგილობრივ ტრადიციებთან ვიდრე თანამედროვეობასთან. სასტუმროს მეპატრონე ახალგაზრდა ქალბატონმა, ნინო ფეტელავამ, თბილისში წარმატებული კარიერა მიატოვა და თავის საყვარელ ადამიანს - მეუღლეს გამოჰყვა ლენტეხში. ნინო 2 წლის იყო, როდესაც მის ოჯახს, აფხაზეთის ომის გამო, მოუწია გალის დატოვება. საკუთარ მომავალს თბილისს უკავშირებდა, იყო ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის შესყიდვების მენეჯერი. მაგრამ...
ბიჭი, რომელიც შეუყვარდა, არც განიხილავდა ცხოვრებას სვანეთის გარეშე. ლენტეხში ჩამოსული, უმუშევრად დარჩენილი თბილისელი გოგო, ძლიერ მოხიბლა სვანეთმა, მისი ოჯახის საცხოვრებელმა ადგილმა და ეზო-კარმა და გადაწყვიტა ეს კაპიტალი ბიზნესად ექცია. მას ამ წამოწყებაში გვერდში დაყდგნენ მეუღლე და დედამთლი და 2 წლის წინ, საკუთარ უზარმაზარ სახლში დაიწყეს საოჯახო სასტუმროს მოწყობა. შემდეგ „აწარმოე საქართველოს“ საგრანტო პროექტით ააშენეს კოტეჯი.
დღეს „ლენტეხის მთის სასტუმროს“ ერთდროულად შეუძლია სახლში 8-9 სტუმრის, ხოლო კოტეჯში 4-6 სტუმრის მიღება. სასტუმრო კეთილმოწყობილია და უზრუნველყოფილია სტუმრების კომფორტისთვის საჭირო ყველა რესურსით. რაც მთავარია, იგი სტუმრებს სთავაზობს კვებით მომსახურებას, უპირატესად ადგილობრივი ნედელულით დამზადებული ტრადიციული სვანური კერძებით. შესაძლებელია კულინარიული მასტერკლასების შეკვეთაც. სასტუმროს შესახებ ინფორმაცია განთავსებულია www.booking.com - სა და www.maps.google.com-ზე.
მის: ქვემო სვანეთი, ლენტეხი, ახალი დასახლების უბანი N1; მობ.: (+995) 551 942 626; e-mail: lentekhimountaininn@gmail.com