top of page

ლიკა ვაწაძე

ტრადიციული ხელობა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

ლიკას ბავშვობიდან იზიდავდა ხელსაქმე. ქარგვა დაიწყო მე-8 კლასიდან. სოფელ მახაშის ბავშვები, სადაც ლიკა დღემდე ცხოვრობს, მოკლებულები იყვნენ შესაძლებლობას ევლოთ მუსიკაზე, ცეკვაზე, ხატვაზე, რადგან ეს ყველაფერი მხოლოდ ცაგერში - რაინულ ცენტრში იყო ხელმისაწვდომი, მახაში კი საკმაოდ დაშორებულია რაიონული ცენტრიდან. ერთხელაც ლიკამ შეიტყო, რომ სოფელ ლასურიაშში, რომელიც მისი სოფლიდან 3 კმ-ით იყო დაშორებული, გაიხსნა ხელოვნების წრე. გადაწყვიტა აუცილებლად გამოეყენებინა ეს შესაძლებლობა. სწორედ იქ დაინტერესდა ქარგვით, დაეუფლა მის სხვადასხვა ტექნიკას. იმედანად იყო მოტივირიებული, რომ კვირაში 2 დღე 6 კმ-ს ფეხით დადიოდა, რათა საყვარელი საქმე პროფესიონალურად შეესწავლა. მე-10 კლასიდან ლასურიაშის საშუალო სკოლაში გადასვლამაც მოუწია და ახლა ყოველ დღე უწევდა სიარული. ძალიან დიდი დაბრკოლებებს და სირთულეებს აწყდებოდა გზაზე, განსაკუთრებით ზამთარში, მაგრამ ის ფაქტი, რომ ახლა რამდენჯერაც უნდოდა იმდენჯერ დაესწრებოდა ქარგვის გაკვეთილებს, ყველა წინააღმდეგობასთან გამკლავების ძალას აძლევდა. ქარგვა სკოლის დამთავრების შემდეგაც გააგრძელა. ცაგერის სემინარიაშიც ესწრებოდა ქარგვის გაკვეთილების, დადიოდა ცაგერის სამხატვრო სკოლაშიც ხელსაქმის სხვადასხვა მიმართულებების სასწავლად, მაგრამ სახლში დაბრუნების შემდეგ, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ „ქარგვა იყო მისი“. ფანტაზია და მუზა არ აკლდა, გარემო რომელშიც ცხოვრობდა ამის უშრეტი წყარო იყო. მოგვიანებით ლიკამ დაიწყო საკუთარი ნამუშევრებით სხვადასხვა ფესტივალებსა და გამოფენებში მონაწილეობა.
ლიკა ქარგავს მხოლოდ ხელით, ფლობს ქარგვის უძველეს ტექნიკებს, თვლის, რომ ლასურიაშში მიიღო ყველაზე დიდი გამოცდილება. ქარგავს ნებისმიერ ქსოვილსა და მზა ნივთზე: ჩანთები, ტანსაცმელი, თეთრეული, ფარდები და სხვ.. გარდა საკუთარი ფანტაზიით შექმნილი ნამუშევრებისა, ღებულობს ინდივიდუალურ ექსკლუზიურ შეკვეთებს იმერეთიდან, თბილისიდან და რა თქმა უნდა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონიდან. ბოლო პერიოდში მომხმარებლების დიდ დაინტერესებას იწვევს თანამედროვე სამოსის მოქარგვა ძველი ტრადიციული ორნამენტებით.

მის. სოფელი მახაში, ცაგერი, ლეჩხუმი; მობ.: (+995) 598 470 472; e-mail: likavawadze@gmail.com

bottom of page