top of page

მარანი ილიასეული

ღვინო

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

,,საოჯახო მარანი ილიასეული“

მეღვინეობა, როგორც ასეთი, ილიას ოჯახის წინაპრებისთვის არასდროს ყოფილა ბიზნესის შემადგენელი ნაწილი და ილიას მამაც კი, ძირითადწილად, ოჯახში მოწეული ყურძნის რეალიზაციაზე იყო ორიენტირებული, რადგან, როგორც მისი თაობის წარმომადგენელთა აბსოლუტურ უმრავლესობას, მასაც ეჩოთირებოდა ღვინის გაყიდვა, რომ აღარაფერი ვთქვათ მარანში ჭიქა ღვინის დეგუსტაციისთვის საფასურის დაწესებაზე...

2014 წელს ილიამ და მისმა ძმამ, ოჯახიდან პირველებმა, მიიიღეს გადაწყვეტილება დაეფუძნებინათ საოჯახო მარანი, რაც განპირობებული იყო ღვინის ტურიზმის განვითარებითა და რაჭაში ადგილობრივი ღვინოებით დაინტერესებული ტურისტების შემოდინებით, როგორც პოსტსაბჭოთა სივრციდან, ისე ევროპისა თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ღვინის ტურიზმში ჩართული უცხოელები ინტერესდებოდნენ სხვადასხვა წლის სხვადასხვა მოსავლით და შესაბამისად ცდილობდნენ დაეგემოვნებინათ არამარტო განსხვავებული ღვინის გემოები, არამედ გაეცნოთ უშუალოდ მეღვინეებიც, დასწრებოდნენ და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობაც მიეღოთ წარმოების პროცესში.
ძმებს არსებული გარემოც უწყობდათ ხელს:
ჰქონდათ საკუთარი სარდაფი, სადაც დაცული იყო ღვინის წარმოებისა და შენახვისთვის განსაზღვრული ტემპერატურული რეჟიმი,
სივრცე, სადაც შეეძლოთ მიეღოთ სტუმრები და, რაც ყველაზე მთავარია, აღჭურვილნი იყვნენ გარკვეული ცოდნთ, რაც განპირობებული იყო სამეწარმეო საქმიანობაში ბავშვობის ასაკიდანვე მათი ჩართულობით.
საკმაოდ კარგადაც დაიწყეს...
ნიშანდობლივია, რომ ორიენტაცია აიღეს მხოლოდ იმ ადგილობრივ ჯიშებზე, რომლებიც წამყვან ადგილს იჭერენ რაჭის მევენახეობა - მეღვინეობაში:
წითლებიდან - ალექსანდროულ - მუჯურეთული, თეთრებიდან კი - რაჭული მწვანე და ცოლიკოური.
ძმები არ შეუშინდნენ ექსპერიმენტული ღვინოების წარმოებას, სცადეს სხვადასხვა ჯიშების სეპაჟირება და გადაწვდნენ მივიწყებულ ჯიშს - რაჭული საფერესაც (და არა საფერავი), რომელიც ასევე საკმაოდ საინტერესო გამოდგა.
დღეის მონაცემებით, „საოჯახო მარანი ილიასეული“ ათწლიანი ისტორიის მქონე ენოთეკიდან სტუმრებს სთავაზობს სრულიად განსხვავებულ გემოვნებაზე მორგებულ, სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებულ, მშრალი და ნახევრადმშრალი ღვინოების დეგუსტაციას.
საოცრად საინტერესო მარან - მუზეუმში დაცული ენეოლითის ეპოქის არტეფაქტები და აღნიშნულთან დაკავშირებული მასპინძლის მონათხრობი გამოგზაურებთ რიონის ხეობის პრეისტორიული კულტურის ჯერ კიდევ შეუსწავლელ ისტორიულ ლაბირინთებში.
ეს უნდა ნახოთ! ეს უნდა გასინჯოთ! ეს უნდა იგრძნოთ!

მის. სოფელი ჭრებალო, ამბროლაური; მობ:(+995) 599 968 975; e-mail: iliaseuli@gmail.com

bottom of page