მიხეილის მარანი
ღვინო
კახეთი

მარანი ქართველი ემიგრანტის მიხეილ კუპრაშვილის სახელობისაა, იგი 1991 წლიდან საბერძნეთში ცხოვრობდა. ემიგრაციაში მყოფ მიხეილს ნოსტალგიამ და საკუთარი კუთხის ტკივილამდე მონატრებამ გადააწყვეტინა 50 წლის ასაკში დაბრუნებულიყო მშობლურ ყვარელში და საოჯახო მარანი გაეხსნა. მან მამა-პაპისეულ მიწაზე საკუთარი ხელით გააშენა ვენახები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯამნრთელობის მდგომარეობის გამო, ვეღარ მოასწრო საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელება. მიხეილი 2016 წელს გარდაიცვალა. მისი დაუოკებელი სურვილი მისმა ოჯახმა და ნათესაობამ რეალობად აქცია და 2018 წელს დაფუძნდა არაჩვეულებრივი საოჯახო მარანი. იგი სწორედ ისე აშენდა, როგორც მიხეილს ჰქონდა ჩაფიქრებული: მოეწყო ღვინის სარდაფი საკოლექციო ღვინოებითა და კასრებით, სადეგუსტაციო სივრცე, ტრადიციული მარანი ქვევრებით, მცირე რესტორანი და გამჭვირვალე სამზარეულო თონითა და არყის სახდელით.
დღეისათვის მარანი ამუშავებს მიხეილის ხელით გაშენებული ვენახებიდან მოწეულ სხვადასხვა ჯიშის ყურძნის მოსავალს. ვენახების საერთო ფართობი 1,5 ჰექტარია და ქინძმარაულის მიკორზონაში მდებარეობს. ღვინის ასორტიმენტში წამყვანი ადგილი უკავია საფერავს, რქაწითელსა და კახურ მწვანეს. ასევე მზადდება ხიხვი და ქისი. ღვინის წარმოება უმეტეს წილად ხდება ტრადიციული კახური მეთოდით ქვევრებში. მარანი აწარმოებს ჭაჭასაც. მარანში სტუმრობისას ხარისხიანი ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, ვიზიტორებს დახვდებათ კეთილგანწყობილი და ლამაზი გარემო, საუკეთესო კერძები, გაეცნობიან ღვინისა და ჭაჭის წარმოების კახურ მეთოდს, შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ტრადიციული „კახური შოთის“ გამოცხობასა და სხვადასხვა ქართული კერძების მომზადებაში.
სერტიფიცირებული პროდუქტი: ქვევრის ღვინო რქაწითელი/მწვანე - 2018 და 2019 წლის მოსავალი, მშრალი, ალკოჰოლი 13 0; საფერავი - 2018 და 2019 წლის მოსავალი, მშრალი, ალკოჰოლი 13 0; გასტროტურიზმი და სარესტორნო მომსახურება;
ნედლეული: ქინძმარაულის მიკრო ზონის ვენახებიდან მოწეული ყურძენი; ადგილობრივი კვების პროდუქტები - 60%;
მზა პროდუქტის მოცულობა: 0.75ლ მინის ბოთლებში, რქაწითელი/მწვანე 2018 – 1000 ბ. 2019 – 400 ბ. საფერავი 2018 – 1500 ბ. 2019 – 1500 ბ. სდაგეუსტაციო დარბაზი 20 სტუმარზე, რესტორანი 40 სტუმარზე. სეზონურობა: წინა წლის ღვინოები დეფიციტშია მარტი-ივლისის თვეებში. მიწოდება: მოლაპარაკების საგანია
მის.: ყვარელი, ლამიანები; მობ.: +995 599 362 645; e-mail: nino.japiashvili@gmail.com FB: https://www.facebook.com/mikheilismarani/ Web: https://mikheilismarani.com/