ნარგიზა ონიანი
თაფლი
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

ქვემო სვანეთი მცირემიწიანი მხარეა და მოსახლეობა ოდითგანვე მეკარტოფილეობას, მეცხოველეობასა და მეფუტკრეობას მისდევდა. დღეს, როდესაც მოსახლეობის მიგრაცია კრიტიკულ ზღვარს აღწევს, თითქმის აღარავინაა, ვინც სოფლის მეურნეობის შრომატევად საქმეს ეწევა. ნარგიზა ონიანი ერთ-ერთი გამონაკლისია. ის დღემდე უვლის ძროხების საკუთარ ფერმას და მიღებული რძით ამზადებს ყველსა და სახლგანთქმულ „სვანურ სულგუნს“. მიუხედავად იმისა რომ, ეს საქმინობა საკმაოდ მძიმეა, მძიმეა კლიმატური პირობებიც, ნარგიზა არც მეფუტკრეობას ივიწყებს და ქვემო სვანეთის მთებში განთავსებული, ნახევრად ველური საფუტკრებისგან იღებს ეკოლოგიურად სუფთა თაფლს. სვანური კარტოფილიც განთქმულია თავის გემოვნური თვისებებით და ნარგიზას მეურნეობაში მოწეული ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილი ნებისმიერ სვანურ კერძს დაამშვენებს. ვერავინ წარმოიდგენს სვანურ სამზარეულოს „სვანური მარილის“ გარეშე - კუბდარს, კარტოფილს, ხორცს გამორჩეულ და სვანეთისთვის დამახასიათებელ გემოს ხომ სწორედ ეს მარილი აძლევს. ნარგიზა, ძველი ტრადიციული რეცეპტით ამზადებს „სვანურ მარილს“. მიაჩნია, რომ მისი თანამედროვე ინტერპრეტაციები, სრულიად დაუშვებელია: მარილის თითოეული კომპონენტი უნდა იყოს ზუსტად შერჩეული, ხოლო რაოდენობები/პროპროციები ზუსტად განსაზღვრული. ნარგიზა ონიანის მეურნეობა ინახავს სვანი გლეხის ყოფასა და სოფლის მეურნეობის ტრადიციულ მიმართულებებს და მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად ჯანსაღ პროდუქტებს.
პროდუქტების შეძენა შესაძლებელია შეკვეთით და/ან ადგილზე; შეკვეთის შემთხვევაში ნარგიზა ონიანი უზრუნველყოფს პროდუქტის მიწოდებას.
მის.: თამარ მეფის 27; ლენტეხი, ქვემო სვანეთი; მობ.: (+995) 551 420 284; e-mail: Nargizaoniani1962@gmail.com