top of page

ნიკო მამასახლისის მარანი

ტრადიციული ისტორიული "ტექნოლოგიები"

გურია

გურია

‘ნიკო მამასახლისის მარანი“

ზოგჯერ ოჯახში მომხდარი სხვადსხვა მოვლენათა სერია, ადამაინს ჩააფიქრებს და უბიძგებს საფუძვლიანად შეისწავლოს საკუთარი ოჯახისა და წიანპრების ისტორია. ინგა დუმბაძე, აფხაზეთშია დაბადებული და გაზრდილი. აფხაზეთის ომის დროს ინგას მამა პარტიზანულ მოძრაობაში იყო ჩაბმული, შემდეგ, მიოკარდიუმის ინფარქტის გამო, მოუწია ბრძოლის ველის მიტოვება და ჰუმანიტარულ საქმიანობაში ჩაება. ინგას ბებია, ელიზავეტა მარშანია გურიაში დაოჯახდა, ადრე დაქვრივდა და ერთადერთი შვილი ჯერ ქუთაისში გაგზავნა სასწავლებლად, შემდეგ ინგას მამა სოხუმში გადავიდა და ბიძის, იოსებ მარშანიას, დახმარებით სოხუმშივე დაფუძნდა. აქ დაოჯახდა და გაზარდა შვილები, საკუთარი შრომით შექმნა წარმატებული კარიერა და მოიპოვა აფხაზებისა და გურულების დიდი პატივისცემა. ყველას უყვარდა დუმბაძეებთან სტუმრობა, ჩამოდიოდნენ ბათუმიდან, გურიიდან, თბილისიდან. ინგაც იზრდებოდა ამ სტუმართმოყვარე გარემოში და არც იცოდა როგორი იყო სტუმრის გარეშე დაღამებული თუნდაც ერთი დღე. აფხაზეთის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ინგა, ცოლად გაჰყვა ბერძენიშვილს და დუმბაძე-მარშანიების ოჯახების ისტორია ახლა უკვე ბერძენიშვილ-მეტაქსების ისტორიას დაუკავშირდა. ომის პერიოდში ინგა და მისი მეუღლე ჯერ კიდევ აფხაზეთში ცხოვრობდნენ. შემდგე მოუწიათ ბერძენიშვილების მამა-პაპისეულ სახლში, სოფ. ბაღდათში დაბრუნება. სამწუხაროდ, ინგასთვის ეს დაბრუნება ძალიან მძიმე აღმოჩნდა: მშობლიურ სახლს მოწყვეტილი მოულოდნელად დაქვრივდა და დარჩა მარტო ორ ქალიშვილთან ერთად. როდესაც მარტოობის ტკივილი და უიმედობის განცდა ზენიტს აღწევა, მამა ამხნევებდა: ბებიაშენიც ადრე დაქვრივდა, მაგრამ გაუძლოო, ბებიას კი უკვურდა - ორი უმაღლესი გაქვს დამთავრებული და როგორ ვერ უნდა მოერიო შენს ტკივილსო, თითქოს განათლებას და ინტელექტს რაიმეს შეცვლა შეეძლო. გადიოდა წლები და ინგამ გადაწყვიტა საკუთარი დარდი დუმბაძე-ბერძენიშვილი-მარშანია-მეტაქსების ოჯახების ისტორიების კვლევაში გაექარვებინა. სოფლეში მოხუცებული არავინ იყო დარჩენილი, ვინც ამბავს მოუყვებოდა. ეკითხებოდა მშობლებს, დედამთილს, ნათესაობას, ეძებდა და იკვლევდა ისტორიულ წყაროებს, უკავშირდებოდა ისტორიკოსებს, მეცნიერებს და წლების შემდეგ დიდი ტრაციებისა და საინტერესო ისტორიების მქონე ოჯახების ერთიანი სურათი შეკრა. მას შემდეგ ნაცნობები სთხოვდნენ მასპინძლობა გაეწია უცხოელი სტუმრებისთვის და ეს უნიკალური ისტორიები მოეთხრო. ერთგვარი პატივი იყო ასეთ ტრადიციულ ოჯახში სტუმრობა. მასპინძლობა კი ამ დიდი ოჯახური გაერთიანების ჩვეული ცხოვრების წესი იყო. 6 წლის წინ, ინფოტურის ფარგლებში ესტრუმრნენ აჭარის ტურიზმის გიდები. რამდენიმე დღეში დაუკავშირდა ერთ-ერთი გიდი და სასტუმრო პარაგრაფიდან ერთი ებრაული ოჯახის მასპინძლობა სთხოვა, რადგან რუსულენოვან გიდს გურიაში ვერ შოულობდა. დიდი თხოვნის შემდეგ ინგა დათანხმდა შემოთავაზებას, უმასპინძლა, გააცნო ოჯახის ისტორია და საღამოს ისევ პარაგრაფში დააბრუნა. ნათქვამია კმაყოფილი კლინეტი ყველანაირ რეკლამაზე უკეთესიაო და მეორე დღეს 15 კაციანი ჯგუფისგან მიიღო შეკვეთა. ინგა მიხვდა, რომ ოჯახური კულტურისა და ისტორიის ტურისტულ პროდუქტად გადაქცევა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. დღეს „ნიკო მამასახლის მარანი“ არის მყუდრო გარემოსა და ავთენტურ გურულ ქოხში განთავსებული საოჯახო სასტუმრო, რომელიც თანამედროვე ხედვებითაა გადაწყვეტილი. გარდა დასვენებისა აქ შესაძლებელია ღონისძიებების დაგეგმვა ღია ცის ქვეშ: ხელის მოწერის ცერემონია გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებით გაწყობილი დეკორაციებით, რომელსაც თავად მასპინძელი ქმნის, ფოტო სესიითა და ფონური მუსიკით; კონფერენციები და სემინარები, არასმათავრობო ორგანიზაციების შეხვედრები ყავისა და სადილის შესვენებებით.

მის: ოზურგეთი, სოფ.ბაღდათი; მობ: +995 599 514 556; e-mail: lookatguria@gmail.com

bottom of page