top of page

სკიჯის სახლი

სასტუმრო

გურია

გურია

დარეჯან (დაკა) ბერძენიშვილი
„სკიჯის სახლი“

დაკამ სამეწარმეო საქმიანობა 50 წლის ასაკში დაიწყო. საკუთარ თავს, დაკა კომუნისტურ რეჟიმში გაზრდილ ადამიანს ეძახის. ინსტიტუტი 1989 წელს დაამთავრა. 9 აპრილის შემდეგ, დღემდე, დგას რუსთავლეზე, ყველა საპროტესტო აქციაზე და თავის წილი პასუხისმგებლობით მონაწილეობას ღებულობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის ბრძოლაში. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ნამუშევარია სხვადასხვა მიმართულებით. არაფორმალური განათლებით- ტრენინგებით სწავლობდა ყველაფერს, რაც ბაზარზე მოთხოვნადი იყო: მედია-საქმე, ოფის-მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი, დიზაინი, ფინანსური მენეჯერი. ყველა ეს ცოდნა და უნარი ნამდვილად გამოადგა საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის. ბიზნესზე არადროს უფიქრია. მშობლების გარდაცვალების შემდეგ სამუშაოდ თბილისში გადავიდა. მისი შრომითი ისტორია აქაც მარავფეროვანი იყო. უამრავი, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, ადამიანი გაიცნო. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ეძალებოდა სოფელში დაბრუნების სურვილი. დაკას მეუღლეც გურული ჰყავს - სოფ. ხიდისთავიდან, მაგრამ ოჯახი კვლავ თბილისში ცხოვრობდა. 2006 წლიდან, მეუღლის მშობლების სახლს, სადაც ახალა დაკა საკუთარ, დივერსიფიცირებული ბიზნესს საქმიანობას ეწევა, მხოლოდ ზაფხულობით სტუმრობდნენ. 2015 წელს ჩამოსული ცოლ-ქმარი უკან აღარ დაბრუნდა. ამ დროს დაკა სამოქალაქო სექტორში მუშაობდა, დონორებთან ფინანსური ანგარიშების წარდგენის დიდი გამოცდილება ჰქონდა და გადაწყვიტა საკუთარი ცოდნა, გამოცდილება, ნაცნობ-მეგობრების წრე, მეუღლის, აჩიკოს, მამა-პაპისეული ნახევრად ჩამოქცეული სახლისთვის ახალი სიცოცხლის მიცემისთვის გამოეყენებინა. დაიწყო ფიქრი, აკვირდებოდა არსებულ შესაძლებლობებს, ხელმისაწვდომ ნედლეულს და გადაწყვიტა ჩირის წარმოება დაეწყო. „აწარმოე საქართველოს“ პირველი გრანტიც მოიგო და დაიწყო... საკუთარი ძალებით სწავლობდა ხილის შრობის ტექნოლოგიას. ბიზნესის სახელიც შესაბამისი გამოძებნა - „სკიჯი“, რომელიც ძველ ქართულად გამომშრალ ყურძენს (ქიშმიშს) ნიშნავს. გრანტის დაფინანსება თებერვალში მიიღო, ხურმა აღარ იყო, საშრობი აპარატის მოძიებაც ძალიან გაჭიდრა. დაკამ სასწრაფოდ ჩაანაცვლა ხურმა სეზონური მანდარინითა და კივით, აპარატი მისმა მეუღლემ ააწყო. შედეგი არაჩვეულებრივი იყო - 2016 წელს, როგორც წარმატებული ბიზნეს-ქალი უკვე ტელეკრანებიდან ჰყვებოდა საკუთარ გამოცდილებას. ამ ფაქტმა დაკას ახლობლებში აღფრთოვანება გამოიწვია და ვისაც როგორ შეეძლო ხელს უწყობდა. ეს არ იყო ფინანსური მხარდაჭერა, ეს იყო ადამიანების მხრიდან პროფესიონალური დახმარება: ლოგოზე, დიზაინზე, დამხმარე მასალებზე და სხვ. დაკასთვის ეს უფრო დასაფასებელი იყო, ვიდრე ვინმესგან თანხის მიღება. პირველი პროდუქცია - 100კგ. ჩირი, 1 თვეში მზად იყო და რეალიზაციაც წარმატებით გახორციელდა. ჩირის წარმოებას მოჰყვა სასტუმრო - სახლის მეორე სართულზე მოაწყო საძიენბლები და სველი წერტილები, დაიწყო ტრადიციული გურული კერძებით გამასპინძლება და ავთენტური გურული სამზადისის მასტეკლასები, წარმოება გაამრავაფეროვნა - დაიწყო მურაბების, ჯემების და ჩირის კანფეტების წარმოება, დაიწყო ფიქრი გურულ ავთენტურ ოდაში თანამედროვე სტანდარტის საწარმოს მოწყობაზე, დანერგა HACCP. მოასუფთავა ეზო-კარი, გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად ეზოში ჩადგა 3 თემატური ხის კოტეჯი: ციტრუსის, კენკრისა და კურკოვნების დიზაინით, შეისწავლა ირგვლივ არსებული გარემო და შეადგინა საფეხმავლო ეკოტურისტული ბილიკები. დაკას „სკიჯის სახლი“ გადაიქცა გურული ტრადიციული ყოფისა და კულტურის კუნძულად. აქ ყველაფერი გურულია: მასპინძლობა, ნედლეული და პროდუქტი, საკვები და მისი მომზადების ტექნოლოგია, ფაცხა და ვერანდა, საწარმო და სადეგუსტაციო, ეზო და ხეხილის ბაღები. რაც მთავარია გურულია დაკა, თავისი ნიჭით, შეუპოვრობით, კრეატიულობითა და დაუდგრომელი ხასიათით.

მის: ჩოხატაური სოფ. ხიდისთავი; მობ: +995 598 108 118; e-mail: dakaberdzenishvili@gmail.com

bottom of page