ფარდაგები რაჭიდან
ტრადიციული ხელობა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

„ფარგადები რაჭიდან“ სოციალური ინოვაციების იდეების კონკურსის 2021 წლის გამარჯვებული პროექტია. ის ახალგაზრდა ქალის ანა ჯელაძის სოციალური საწარმოა, რომლიც რაწაში, ონში მდებარეობს. ანას სახელოსნოში იქსოვება ფარდაგები, შესაძლებელია ამ საქმიანობის ადგილზე შესწავლაც.
სამხატვრო აკადემიის ტექტილის დიზაინის ფაკულტეტის დასრულება დაემთხვა პანდემიის პერიოდს და ანამ მიიღო გადაწყვეტილება დაბრუნებულიყო ონში, სოფ ღარში. ეს პერიოდი საკმაოდ ნაყოფილერად გამოიყენა - ონლაინ ესწრებოდა სხვადსხვა ტრენინგებსა და სემინარებს ბიზნესის განვითარების მიმართულებით. საკუტარი ბიზნეს-იდეა - სახელოსნოს დაარსება, რომელიც, ჯერ კიდევ, სტუდენტობის პერიოდში გაუჩნდა, კიდევ უფრო გამტკიცდა და დაფინანსების მოძიების მიზნით, გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო საგრანტო კონკურსებში. მოიგო კიდეც და მიიღო პირველი გრანტი, რომელიც ანამ გამოიყენა საქსოვი დაზგის სხვადსხვა ზომის ჩარჩოებისა და ძაფების შესაძენად.
დღეს ანას სახელოსნოში იქმნება უნიკალური ნატურალური შალის ფარდაგები, როგორც ტრადიციული ქართული/რაჭული ორნამენტებით ასევე მორდენისტული ესკიზებით.
მასალდ იყენებს ახმეტის რაიონში მდებარე მატყის გადამამუშავებილი საწარმოს „თუშეთის“ ნატურალურ შალის ძაფს, რომელიც შერებილია სპეციალებს.ური არატოქსიური საღებავებით. ფარდაგების მაქსიმალური ზომა 120სმx60სმ. ფარდაგების ქსოვასთან ერთად ანა არაჩვეულებრივად ფლობს თექისა და ცხელი ბატიკის ტექნიკას და ამზადებს სხვადასხვა ზომის კედლის პანოებს, სრულიად ორგინალურია აბრეშუმის ქარალდის ტექნოლოგიით დამზადებული კედლის მინიმალისტური პანოები.
პროდუქციის შეძენა შესაძლებელია: ონლაინ და ადგილზე „ფარდაგები რაჭიდან“ სახელოსნოში. შესაძლებელიაინდივიდუალური შეკვეთები დიზაინის ფართო არჩევანით.
რატომ ფარდაგის ქსოვა?
10 წლის ანამ სიარული დაიწყო ონის სამხატვორ სკოლაში სადაც ეუფლებოდა ხატვისა და ხელსაქმის სხვადასხვა ტექნიკებს. თითქმის 8 წელი უწყვეტად დადიოდა ამ სკოლაში, რამაც მის სამომავლო გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და 2016 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ტექსტილის დიზაინის მიმართულებით. ონში დაბრუნების შემდეგ მან მშობლიურ სამხატვრო სკოლაში დაიწყო პედაგოგად მუშაობა. ანასთვის ფარდაგების ქსოვა, არ არის მხოლოდ ხელობა, ეს ფილოსოფიაა, რომელიც ფერებსა და ორნამენტებში ცოცხლდება: ფარდაგის ქსოვა არის ტექსიტილის წარმოების უძველესი ქართული ტექნოლოგია; ისევე როგორც, ყველა მაღალმთიან რეგიონში, რაჭაშიც, ფარდაგების ქსოვა იყო ქალთა რეწვის ტრადიციული მიმართულება; უძველესი ტექნოლოგიით ნაქსოვი ფარდაგები უძლებენ დროს და თითქოს უკვდავს ხდის მის შემქმნელს; პროცესი იმდენად შრომატევადია, რომ თავად შემქმნელსაც ეჭვში აგდებს, არ არის დარწმუნებული ისეთ ნამუშევარს მიიღებს თუ არა, რაც გონებაში აქვს გამოსახული; დასრულებისას მოულოდნელობის, სიხარულის, სიამაყის გრძნობით აღტაცებული ოსტატი ხვდება, რომ დაფასდა მისი მოთმინება, შეუპოვრობა, დაზგასთან გათენებული არაერთი ღამე და გატარებული არაერთი თვე. სიხარული ასმაგდება და სიამაყის გრძნობით გავსებს, როცა იცი, რომ ინახავ, ერთ დროს პოპულარული ხალხური რეწვის ტრადიციას, რომლის ოსტატიც აღარავინაა შენს მხარეში. მუშაობა იწყება ესკიზის შექმნით - ძველი ორნამენტების ძიებით, ფერთა გამის შესწავლით, ორნამენტების განლაგების კანონზომიერებაზე დაკვირვებით. შემდეგ იწყება ქსოვის პროცესი, წინასწარ არასდროს იცი როდის დასრულდება. გახსენდება წინა ნამუშევრის დასრულებით განცდილი სიხარული და სიამაყე და გემატება მოტივაცია - ესეც დასრულდება, ესეც უნიკალური იქნება, ამითაც ვიამაყებთ.
ანას სახელოსნო ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისთვის საინტერესოა ტრადიციული რეწვის ეს მიმართულება. ოსტატი მათ უსასყიდლოდ უზიარებს საკუთარ ცოდნას, ესკიზებს, მასლებს, უთმობს დროსა და სივრცეს. ანას თქმით დღეს მის ფილოსოფიას 7 მიმდევარი ჰყავს და ზუსტად იცის რატომ აირჩია ფარდაგების ქსოვა.
მის: ონი, აღამშენებელის ქ. 75;
მობ. (+995) 555 350 632
e-mail: ajeladze97@yahoo.com
Intagram: @rugsfromracha