ქეთი და გვანცა ლაფერაშვილები
ტრადიციული ხელობა
კახეთი

ადრე თუ თექის დამუშავება - ლეიბ-საბან-ბალიშების კერვა და საერთოდ მატყლთან ურთიერთობა ბებიების საქმინობა იყო, რომელთა ნაშრომსაც მათივე სითბო მოჰყვებოდა, დღეს ამ ტრადიციების გამგრძელებლები მათი შვილიშვილები და შვილთაშვილები არიან. ტრადიციული ხელობით ახალგაზრდების დაინტერესება უმეტესად იმ ოჯახებში ხდება, რომლებიც ამ ტრადიციის მატარებლები არიან. სწორედ ასეთ ოჯახში გაიზარდნენ დები ქეთევან და გვანცა ლაფერიშვილები.
ქეთის და გვანცას პაპა ტარიელ ლაფერიშვილი საგარეჯოს რაიონის მატყლის გადამამუშავებელი ერთ-ერთი საამქორს უფროსი იყო. ბაბია კი სახლში ტრადიციული წესით ამუშავებდა მატყლს და კერავდა ლეიბებსა და საბნებს. სწორედ აქედან იღებს სათავეს ლაფერიშვილების საოჯახო საქმიანობა. დღეს უკვე პაპისა და ბებიის ტრადიციას ქეთი და გავნცა აგრძელებენ. ქეთიმ 12 წლიდან დაიწყო თექაზე მუშაობა დედასთან ერთად. ქეთი იხსენებს, რომ თავიდან სკოლაში საკუთარ საქმიანობაზე არ საუბრობდა - ფაჩუჩებისა და თოჯინების დამზადება თავად ჰგვრიდა უდიდეს სიამოვნებას და ამ ფაქტის გახმაურება ზედმეტად მიაჩნდა. მას შემდეგ, რაც ქეთიმ დაიწყო გამოფენებში მონაწილეობა და დები 20 მაღაზიის მიწოდებლები გახდნენ მათი საქმიანობის შესახებ ყველამ შეიტყო. ლეიბების, საბნების, ბალიშების კერვა გოგებმა პანდემიის პერიოდში დაიწყეს. ძველი ტრადიციული ტექნიკით დამუშავებულ მატყლის ლოგინის შეძენის მსურველი საკმაოდ აღმოჩნდა და დები სრულად გადაერთნენ ამ საქმიანობაზე. ქეთის და გვანცას არ აკმაყოფილებთ ის, რაც იციან და მუდმივად ახლის ძიებაში არიან, თუმცა ძველ ოჯახურ ტრადიციას - მატყლთან ფუსფუსს, საკუთარი საქმიანობის დედა ბოძად მიიჩნევენ.
სერტიფიცირებული პროდუქტი: ტრადიციული მეთოდით დამუშავებული მატყლის ხელით შეკერილი ლეიბები, საბნები, ბუმბულის ბალიშები; თექის ტანსაცმელი/ჩუსტები, კომპოზიციები ტრადიციული კახური მოტივებით.
მზა პროდუქტის მოცულობა: დამოკიდებულია შეკვეთებზე, საშუალოდ დღეში 2-3 საბან/ლეიბი
სეზონურობა: მთელი წლის განმავლობაში
მის.: საგარეჯო, მშვიდობის ქ. N15 მობ.: +995 568 789 278; +995 579 239 323(გვანცა) e-mail: ketichichilaki@gmail.com