top of page

ქვილთის კლუბი 60+

ტრადიციული ხელობა

კახეთი

კახეთი

ქვილთი ეს არის სხვადასხვა ფერადი ქსოვილის ნაჭრებით შექმნილი კომპოზიცია. ის ძველი ქართული ტრადიციული რეწვის სახეობაა, რომლითაც ბებოები საოჯახო საქმეების შემდეგ იქცევდნენ თავს. ქვილთი, იგივე ჩანაჭრული, (თუშეთში ჩანაჭრულს უწოდებდნენ), განუმეორებელ და უნიკალურ ნივთებში განსახიერდებოდა. როცა ევროპასა და ამერიკაში ქვილთის ტექნიკა იხვეწებოდა, საქართველოში იგი დავიწყებას მიეცა. დღეს ამ ტრადიციას სიღნაღის მუნიციპალიტეტში „60+ ქვილთის კლუბი“ აგრძელებს. კლუბის წევრები მუნიციპალიტეტში მცხოვრები 60+ ადამიანები არიან. ამჟამად კლუბი შედგება 6 წევრისაგან. ისინი კვირაში ერთხელ ან რამდენიმეჯერ იკრიბებიან და ქვილთის ტექნიკით უამრავ საჭირო ნივთს კერავენ. ამ ტრადიციული ქართული მეთოდით, კლუბის წევრები ქმნიან მრავალი სახის საოცარ ნივთებს: დივნის ბალიში, ბალიშისპირი, ფარდა, მაგიდის გადასაფარებელი, პატარა მაგიდის სუფრა, სამზარეულოს ცხელის ასაღები, ხელჩანთა, ყელსაბამი და თმის სამაგრი. თითოეული ნივთი ხელნაკეთია და ქართული ორნამენტებითაა მორთული. ყოველ მათგანში იგრძნობა ქართული სული, ხასიათი და ბებოების სითბო.ხელნაკეთი ნივთების გაყიდვით მიღებული შემოსავალი სრულიად ხმარდება კლუბის წევრების ეკონომიკურ გაძლიერებას. კლუბის მთავარი მიზანი, სწორედ, მისი წევრების ფინანსური სტაბილურობის და კლუბის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფაა. კლუბის ყველაზე უფროსი წევრი - ელვინა ჯამატაშვილი 84 წლისაა. ელვინა კლუბის დანარჩენ წევრებთან ლინა ტონიკოვა (74 წლის), ნუნუ ფხოველიშვილი (70 წლის), ნათელა ღვედაშვილი (72 წლის), მარინე ფხოველიშვილი (68 წლის) და ლალი გურაშვილი (60 წლის) ერთად, გასაოცარ ფერად სამყაროს ქმნის. რაც მთავარია ეს პროცესი მათ უდიდეს სიამოვნებას და სიამაყეს ანიჭებს. ერთ დროს ერთმანეთისთვის აბსოლუტურად უცხო ადამიანები, დღეს ერთმანეთს „გოგოებს“ ეძახიან და სამუშაოს დასრულების შემდეგ, გამალებით იწყებენ მსჯელობას თუ როდის და როგორ უნდა შექმნან ახალი პროდუქტი.

სერტიფიცირებული პროდუქტი: ქვილთის ტექნოლოგიით წარმოებული სხვადასხვა დანიშნულების პროდუქცია
ნედლეული: სხვადასხვა ფერადი ტექსტილის ნაჭრები
მზა პროდუქტის მოცულობა: ყოველი ნამუშევარი უნიკალურია და არ მეორდება, შესაძლებელია შეკვეთების მიღება;
სეზონურობა: მთელი წლის განმავლობაში მიწოდება: მოლაპარაკების საგანია

მის.: სიღნაღი, წნორი, დავით აღმაშენებლის ქ., მე3- შესახვევი N3; მობ.: +995 555 467 721 (ნანა) ; e-mail: civicinit@gmail.com Web: https://codnebi.ge/ FB: https://www.facebook.com/tsodniscafe/

bottom of page