„ლუხუნის თაფლი“
თაფლი
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

ანზორი (ანრი) 28 წლის ახალგაზრდაა, რომელიც ცხოვრობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ლუხუნის ხეობაში სოფ. აბარში. 2 წლის წინ დაიწყო საკუთარი ბიზნესი, ტურისტების მომსახურება - ლუხუნის ულამაზეს ხეობაში ტურების დაგეგმვა ტურისტების გამოყოლობა (გიდობა) და მათთვის სხვადსხვა საფეხმავლო, სალაშქრო, შემეცნებითი, საცხენოსნო და ოფროუდტურების შეთავაზება. თავდა დაინტერესების შემთხვევაშად უზომოდ შეყვარებული საკუთარი კუთხის მშვენიერებაზე, ამ სიყვარულს ტურისტებსაც გადასცემს.
ანრი არის თაფლის მწარმოებელიც და დაინტერესების შემთხვევაში ტურისტებს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა „ლუხუნის თაფლს“.
სიყვარული გადამდებია
„თითქმის მთელი რაჭა დაიცალა, ახალგაზრდები ან საქართველოს დიდ ქალაქებში ან საზგვარგარეთ მიდიან სასწავლებლად თუ სამუშაოდ. მეც არაერთხელ მიფიქრია ამაზე, მაგრამ, როცა წარმოვიდგენ ჩემი ხეობის ნაცვლად რკინა-ბეტონის, ხმაურიან, უჰაერო ქალაქებს, თითქოს სუნთქვა მეკვრის და ვიხრჩობი. სოფელში ცხოვრება ადვილი არ არის, უამრავი შრომა გჭირდება, პრობლემებთან გამკლავება, მინიმალურ კომფორტთან შეგუება. მით უმეტეს როცა ახალგაზრდა ხარ, გინდა გართობა, შენი საკუთარი შემოსავალი და ბევრი სხვა რამ, ამიტომაც ღებულობენ გადაწყვეტილბას დატოვონ აქურობა. არავის ვამტყუნებ...
მე ჩემი გზა ავირჩიე! ის რაც მახარებდა მთელი ბავშვობა: ხეობაში არსებული უნიკალური ეთნიგრაფიული ძეგლები, საუკუნეზე დიდ ხნის წყლის წისქვის ქვების ბუბუნი, რაჭული ორნამენტებით დამშვენებული სიხ სახლები, ლანდშაფტი, რაჭის უძველესი მონასტერი „მეჭურეთი“, არქეოლოგიური არტეფაქტები, რომელიც დღეს ალიოშა ჯაფარიძის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება, ცხენები, ხეტიალი და ახალ-ახალი ბილიკების აღმოცენა - ჩემი შთაგონების და ბიზნეს-იდეის წყაროდ ვაქციე. სხვადსხვა ტრენინგებზე დასწრებით ვცდილობ განვვითარდე. „კოპლექსური ეკოტურისტული პროდუქტის განვითარება ხვანჭკარისა და ტვიშის მიკრო-ზონებში“ პროექტის ფარგლებში გავიარე გამყოლის ტრენინგები, რომელზეც მივხვდი, რომ საფეხმავლო და საცხენნოსნო ტურები უმჯობესია ჩემი ხეობისთვის, ასე ვინარჩუნებ გარემოს და ტურისტებსაც უფრო ეგზოტიკურ თავგადასავალს ვთავაზობ. როცა სტუმარი ხედავ როგორ უფრთხილდები ბუნებას, ეკოლოგიას, ისიც პატივისცემით ეპყრობა შენს გარემოს. სწორედ ამ მიზნით მონაწილეობა მივიღე „აწარმოე საქართველოს“ საგრანტო პროექტში. მოვიგე და ახლა სრულად აღჭურვილი და სტანდარტებთან შესაბამისი საცხენოსნო ტურების შეთავაზება შემიძლია. ლუხუნის ხეობიდან უკმაყოფილო არავის წასულა! ზუსტად ვიცი, რომ აქ ერთხელ მოსული მეორედაც მოდის, რადგან ჩემი ამ ხეობისადმი სიყვარული გადამდებია!
მისამართი: ამბროლაური, ლუხუნის ხეობა, სოფ. აბარი;
მობ. (+995) 511 195 436;
e-mail: chaladzeanzor86@gmail.com
FB: https://www.facebook.com/Tourstogeorgia.ge/photos